სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

შემაჯამებელი პრეზენტაცია „ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში“ / 2016-03-31 14:26:38

ახალი ამბები

2016 წლის 31 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. პროექტი „ინფორმირებული მოქალაქეები საჯრო სამსახურში“ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.  

საია საოლქო საარჩევნო კომისიების შესარჩევ კონკურსს აფასებს / 2016-04-01 15:47:30

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წლის დეკემბერში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 65 საარჩევნო ოლქში 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურს აკვირდებოდა. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა შეგვეფასებინა, დაცული იყო თუ არა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების მიხედვით განსაზღვრული ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და  საჯაროობის  პრინციპები.[1] აგრეთვე, რამდენად იყო დაცული კონკურსში მონაწილე პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საიამ კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლა-ანალიზი, კენჭისყრის სხდომებზე დასწრება და არჩეული კომისიის წევრების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება განახოციელა.

კოალიციის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით / 2016-04-01 17:21:06

ახალი ამბები

კოალიცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოლო პერიოდში უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენის პროცესს. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კანონმდებლობა კანდიდატების შერჩევის სპეციალურ პროცედურას არ იცნობს.

კვლევის პრეზენტაცია „ფემიციდის საქმეების განაჩენები - 2014“ / 2016-04-04 14:19:26

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  კვლევის „ფემიციდის საქმების განაჩენები - 2014“ პრეზენტაცია გამართა. 

„ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს / 2016-04-04 20:36:11

ახალი ამბები

კამპანია ,,ეს შენ გეხება“-ში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გმობენ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების ფაქტებს და ამ კადრებით არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაშების მიზანმიმართულ მოქმედებებს. კამპანია სახელმწიფოს მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მარტის თვის წარმატებული საქმეები / 2016-04-06 16:29:42

საიას წარმატებული საქმეები

საიას თბილისის ოფისის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების შედეგად ფიზიკურ პირს აღუდგა დარღვეული უფლება ბიოლოგიურ რეპროდუქციასთან დაკავშირებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება / 2016-04-07 00:09:46

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის  გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტის აღნიშნული აქტი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა, რომლითაც განისაზღვრა, რომ განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.

პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე კონსენსუსს უნდა მიაღწიონ / 2016-04-07 13:41:22

ახალი ამბები

ხელმომწერ ორგანიზაციებს არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის არჩევანის პროპორციულად ასახვას საპარლამენტო მანდატებში და პარლამენტში პოლიტიკური ძალების სამართლიან წარმომადგენლობას. შესაბამისად, ამ პირობებში გამოწვევად რჩება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემო.

სახელმწიფომ სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახადოს / 2016-04-08 12:40:59

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტების თაობაზე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება სექსუალური შევიწროვების თემის სამართლებრივ ასპექტებზე.

“ეს შენ გეხება” პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსნების დააკავებას ეხმაურება / 2016-04-08 23:34:28

ახალი ამბები

დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა