საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა და წარადგინა დოკუმენტის ახალი პროექტი. იგეგმება საერთო-სახალხო განხილვები, საპარლამენტო დებატები და კენჭისყრა. კომისიამ შემოგვთავაზა ახალი საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. ამასთანავე, თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150- ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.