სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

კოალიცია თანასწორობისთვის სახელმწიფოს 17 მაისს შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებს / 2017-05-17 12:58:35

ახალი ამბები

კოალიცია თანასწორობისთვის სოლიდარობას უცხადებს ჰომოფიბიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღისადმი (აიდაჰო) მიძღვნილ შეკრებას და მოუწოდებს სახელმწიფოს უზრუნველყოს ლგბტქი თემის წევრების, აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების განუხრელად რეალიზება და მათი უსაფრთხოების, ხელშეუხებლობისა და ღირსების დაცვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბინადრობის ორ წლიანი ცენზი გაუქმდა / 2017-05-17 23:10:34

საიას წარმატებული საქმეები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნებზე ბინადრობის ორ წლიანი ცენზი გაუქმდა

არასამთავრობო ორგანიზაციათა მიმართვა თვითმმართველი ერთეულების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით / 2017-05-18 12:09:17

ახალი ამბები

ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ხმაურიანი განხილვის პარალელურად, სადაც მოქალაქეები, სხვა საკითხებთან ერთად, ხელისუფლებისგან მოითხოვენ თვითმმართველობის უფლებას საკუთარი ქალაქებისა და სოფლებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, მოამზადა და უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტებში „შესათანხმებლად“ გადააგზავნის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 14 მუნიციპალიტეტის (მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქის) გაუქმებასა და კვლავ საბჭოთა რაიონების ტერიტორიული მოწყობის აღდგენას ითვალისწინებს. 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საქართველოს კონსტიტუციის პროექტის თაობაზე ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილი წერილი / 2017-05-18 15:43:41

ახალი ამბები

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”    საქართველოში შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული  საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის თაობაზე ვენეციის კომისიას წერილით მიმართა. მართალია, სასამართლო ხელისუფლების თავში პოზიტიურ ცვლილებებიც აისახა, თუმცა სამწუხაროდ, სხვა ცვლილებები სასამართლო ხელისუფლების თავში მნიშვნელოვნად აზიანებს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განვითარების პერსპექტივებს. ამასთან, პროექტის განხილვის ბოლო ეტაპზე სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს არაერთი ინიციატივითვის მხარის დაჭერაზე, რომელსაც სამოქალაქო სექტორი პოზიტიურად აფასებდა. 

საია საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის პირველ ეტაპს აფასებს / 2017-05-18 17:27:31

ახალი ამბები

როგორც ცნობილი გახდა, კონსტიტუციურ კანონპროექტზე საყოველთაო-სახალხო განხილვები გაგრძელდება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ცხადია, მისასალმებელია მმართველი პოლიტიკური პარტიის ნება, გამართოს დამატებითი შეხვედრები და გააგრძლოს კონსულტაციები საზოგადოებასთან. თუმცა, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, შემდგომი პროცესის დაგეგმვა არსებული გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდეს. 

განცხადება აუტიზმის ქვეპროგრამაში რეგრესული ცვლილების შეტანის ინიცირებასთან დაკავშირებით / 2017-05-19 11:39:36

ახალი ამბები

„კოალიცია თანასწორობისთვის“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები და სხვა ხელმომწერი პირები/ორგანიზაციები ეხმიანებიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში შესატანი ცვლილებების პროექტს. პროექტი გულისხმობს ქვეპროგრამით გათვალისწინებული არსებული მომსახურების შეკვეცას, რაც გამოიხატება კომპლექსური თერაპიის სეანსების შემცირებაში და რაც სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს აუტიზმის მქონე ბავშვთა უფლების რეალიზებას ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტზე, პროგრამის ზოგად ეფექტურობასა და პოზიტიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობას.

ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო სხდომის სრულად დახურვის საკითხს საია გაუმართლებლად მიიჩნევს / 2017-05-20 15:51:45

ახალი ამბები

საია კიდევ ერთხელ ეხმაურება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს და სასამართლო პროცესის დახურულად წარმართვას გაუმართლებლად მიიჩნევს.

საია აცხადებს ტენდერს აუდიტორული მომსახურებისა შესაძენად და იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის მისაღებად / 2017-05-22 11:25:12

ტენდერები

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.

საია „კოალიცია თანასწორობისთვის’’ თავმჯდომარე გახდა / 2017-05-22 12:25:25

ახალი ამბები

2017 წლის 19 მაისს საია „კოალიცია თანასწორობისთვის’’ თავმჯდომარე ორგანიზაცია გახდა. „კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

საიას მოსაზრებები ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე / 2017-05-23 14:54:46

ახალი ამბები

საია-მ ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინა.