სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია „ზვიად ნაზღაიძის საქმეზე“ გამოძიების დაწყებას ითხოვს / 2017-05-24 13:15:59

ახალი ამბები

დღეს, 2017 წლის 24 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წერილობით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და „ზვიად ნაზღაიძის საქმეზე“ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

პარტიების დაფინანსების ზოგიერთი რეგულაცია დახვეწას საჭიროებს / 2017-05-25 11:23:58

ახალი ამბები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა დაგვანახა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებობს პრობლემები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს. პრობლემური საკითხები ძირითადად უკავშირდება პარტიების დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ, ბუნდოვანი და გაუმართავია სახელმწიფო დაფინანსების გამოსათვლელი ფორმულის ზოგიერთი კომპონენტი, ასევე, არსებული რეგულაციები ქმნის არასწორ სტიმულებს ისეთი საარჩევნო ბლოკების შესაქმნელად, რომელთა ძირითადი მიზანი დამატებითი სახელმწიფო დაფინანსების და სხვა დაუმსახურებელი პრივილეგიების მოპოვებაა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ აუდიტორსა და ოთარ ფარცხალაძის ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან / 2017-05-25 12:52:54

ახალი ამბები

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმაურებით საქართველოს გენერალურ აუდიტორსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და გამოძიების მიმდინარეობის საკითხს.  24 მაისს საეჭვოდ გავრცელდა გენერალური აუდიტორის მაკომპრომენტირებელი ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ ლაშა თორდიას 2016 წლის 24 დეკემბერს  კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტი არის ასახული. როგორც გაირკვა, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობს.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა / 2017-05-25 17:41:17

საიას წარმატებული საქმეები

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს,  რომელსაც პროკურატურა მისი ყოფილი ქმრის მიმართ ძალადობას და მეზობლის ცემას ედავებოდა. ბრალდების თანახმად, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 125 მუხლით (2016 წლამდე მოქმედი რედაქცია), რაც ოჯახში ძალადობას და ცემას ითვალისწინებს.

საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადასცეს / 2017-05-28 13:41:45

ახალი ამბები

2017 წლის 25 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა სასამართლო პროცესს, რომელზეც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს - მუსტაფა ემრე ჩაბუქს.

მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დანიშნოს სასამართლოს თავმჯდომარეები გაუმჭვირვალე პროცესით / 2017-05-29 11:03:13

ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განიხილება სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხი, რაც იმას ნიშნავს რომ, შესაძლოა, საბჭოს მოქმედმა შემადგენლობამ, საკუთარი უფლებამოსილების უკანასკნელ დღეებში, 5 წლიანი ვადით გაამწესოს სასამართლოს თავმჯდომარეები.[1]

კონკურსი საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა-სტაჟიორთა მისაღებად / 2017-05-29 19:49:23

ტენდერები

იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს როგორც წესი, 8 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები  მიიღებენ  შესაბამის  სერთიფიკატს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის იძულებითი გაუჩინარების ფაქტს ეხმიანებიან / 2017-05-30 22:58:15

ახალი ამბები

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო იძულებითი გაუჩინარების ფაქტის გამო, რომელიც როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციით ირკვევა, 

არასამთავრობო ორგანიზაციები მუსტაფა ჩაბუქის თურქეთში სავარაუდო ექსტრადიციის საქმეზე საქართველოს მთავრობას მიმართავენ / 2017-05-31 18:36:07

ახალი ამბები

განცხდებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ საქართველოს მიერ დაწყებული ექსტრადიციის პროცესს და სახელმწიფოს მოვუწოდებთ არ დაუშვას მისი გადაცემა თურქეთის მთავრობისთვისსადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნისწამების/არაადამინური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა

საია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება / 2017-06-01 12:03:32

ახალი ამბები

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის მიზანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების შესრულება, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის გამწესებას 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს სამოსამართლეო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.