საია, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, აქტიურად აკვირდებოდა და არაერთხელ გამოეხმაურა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილებთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე დავას.
საია, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, აქტიურად აკვირდებოდა და არაერთხელ გამოეხმაურა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილებთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე დავას.
2017 წლის 8 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების შემდეგ, პირის მიმართ შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამართალდამრღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ნაცვლად, საქართველოს პროკურატურაში გამოძიების დეპარტამენტის შექმნის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ იგი ვერ პასუხობს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს, რაც ცალსახად მიანიშნებს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე- არ განახორციელოს რეალური რეფორმა.
ოთხმა არასამთაავრობო ორგანიაციამ ვენეციის კომისიისთვის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტი ასახავს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს პოზიციებს. ეს ოთხი ორგანიზაცია სახემწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები იყვნენ და კომისიის ოთხივე სამუშაო ჯგუფში იყვნენ წარმოდგენილი
დღეს საია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში გენდერული კვოტების საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად საჭირო 37 000 ხელმოწერას შეიტანს. საკანონმდებლო ინიციატივა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს
საია ეხმიანება „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების ფაქტს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე არის კიდევ ერთი დასტური ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური პრობლემებისა. ხოლო, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარმოადგენს აღნიშნული სისტემური პრობლემების მნიშვნელოვან ხელშემწყობს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (შემდგომში საია) საქართველოს პარლამენტს წარუდგენა მოსაზრებები საქართველოს მთავრობის მიერ (ავტორი: საჯარო სამსახურის ბიურო) 2017 წლის 1 ივნისს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებების მიღების შემდეგ წარმოშობილი ტექნიკური ხასიათის ცვლილებებისა, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მთელ რიგ შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებს, რომელიც განსხვავებულად აყალიბებს 2015 წლის 27 სექტემბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებს.
საქართველოს პარლამენტი განიხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის არჩევის საკითხს. 2017 წლის 6 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა საბჭოს წევრობის 29 კანდიდატის მოსმენა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ კომიტეტის მუშაობას და საზოგადოებას წარუდგენენ კომიტეტის მიერ საბჭოს წევრების შერჩევის პროცესის შეფასებას.
კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” და “საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” ეხმაურებიან დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსა და პარალელურად, ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს.