დღეს ორი წელი სრულდება 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უკანონოდ, გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალეს მშვიდობიანი მომიტინგეები, დაარბიეს დამოუკიდებელი ტელევიზია და გაანადგურეს მისი აპარატურა, გამოიყენეს მოცემული დროისთვის კანონით აკრძალული სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც 500-მდე ადამიანი დაშავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ფორმალურად აღიარა 7 ნოემბერს დაშვებული შეცდომები, ჯერ არ მომხდარა აღნიშნული მოვლენების ადეკვატური და სრულყოფილი გამოძიება, არ გამოვლენილან და დასჯილან მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევის უკანონო ბრძანების გამცემი და შემსრულებელი პირები.
საია ეხმიანება ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პარტიული ნიშნით დაკომპლექტების შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისაგან დამოუკიდებლობის პრინციპს და წინააღმდეგობაში მოდის მაუწყებლობის შესახებ საქართევლოს კანონთან შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კანონში შესული ცვლილებების შემდეგ პირველია, რომელმაც ამ შესაძლებლობით ისარგებლა. 2009 წლის 26 ნოემბერს საიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა წერილობითი მოსაზრება სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით. წერილობითი მოსაზრება ასევე გაეგზავნა, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარეს.