საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის 12 ივლისს ს/ს ,,პარკ პლეისი~-ს დირექტორის განცხადების საფუძველზე პოლიციამ დაიწყო ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #80-ში (ყოფილი სასტუმრო ,,ვაკე~) მდებარე შენობიდან დევნილთა გამოსახლება. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ შენობას აქვს კომპაქტური განსახლების ობიექტის სტატუსი, სადაც 1991 წლიდან ცხოვრობენ მასში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747-ე ბრძანების შესაბამისად, დევნილის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (რომელიც მართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს), პოლიცია ვალდებულია, შეწყვიტოს კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები. Aსაია-ს დახმარებით დევნილებმა მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა რეაგირება მოჰყვა წარდგენილ განცხადებას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარალელურად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნულ ობიექტში ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შენობის გამოთავისუფლების/დევნილთა სხვა საცხოვრებელში გადაყვანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ)~ შესაბამისად განახორციელა ინდივიდუალური შეტყობინებების დარიგება, რომლის თანახმად გამოსახლება სავარაუდოდ 25 ივლისს განხორციელდება.