• საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება.
• საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება.
კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სასამართლოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს ყოველგვარ ქმედებას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელებას. "მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიება დაინტერესდა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რისთვისაც დასაკითხად დაბარებულ იქნა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ამის პარალელურად, მიმდინარეობს გამოძიება მოსამართლის თანაშემწის მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიუხედავად საზოგადოების მაღალი ინტერესისა, არ ხდება საჯარო. კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესებისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯაროდ განმარტოს ამ კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების დაწყების საფუძვლები, პროკურატურის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები და ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით დადგენილი გარემოებები.საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ადგენს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს.
ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავს ვალდებულად ვთვლით გავაკეთოთ შემდეგი განცხადება:
კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ბატონი კოტე კუბლაშვილის შეხვედრას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" მიესალმებიან ვენეციის კომისიის მოსაზრებებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმირებას ისახავს მიზნად.
საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთათვის პრემიების გაცემა ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ინფორმაციას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო დაწესებულებების დიდი ნაწილის შემთხვევაში ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა, სამწუხაროდ ამ მიმართულებით დღემდე რჩება საკითხები, რომელიც პრემიების გაცემას კვლავ პრობლემური საკითხების კატეგორიაში ტოვებს. ამ ფონზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა მედია საშუალებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემის ფაქტებს ეხება (მათ შორის გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში - სამინისტროებში, მთავრობის კანცელარიასა და პარლამენტში). შესაბამისად, საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებისთვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდება.
საიას დახმარებით პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის პირველი რიგის მემკვიდრე ფულად კომპენსაციას მიიღებს
საია-ს თბილისის ოფისის ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ნ.ს-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საიას ადვოკატი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ითხოვდა ფულად კომპენსაციას, რაც სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ნ.ს-ს სასარგებლოდ ერთიანი ფულადი კომპენსაციის გაცემა 400 ლარის ოდენობით.