საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ან/და საპრეზიდენტო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ შესყიდვებზე არ უნდა გავრცელდეს.
კანონპროექტი განუსაზღვრელ უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მცდელობა არ არის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჯერ კიდევ 2006 წლის მაისში საქართველოს პარლამენტში მთავრობის ინიციატივით შესული კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.