სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

GYLA held presentation of the research on submission of public information / 2014-02-14 01:33:55

ახალი ამბები

On February 14, 2014 GYLA held presentation of the Research – Obligation to Submit FOIA Reports (practice of Georgia, the United States and Australia). 

As the research has demonstrated, public agencies responsible for submission of FOIA reports, as well as agencies authorized to receive the reports have pro-forma approach to the process. They fail to implement even trivial obligations such as publication of freedom of information reports on the web-site of the Legislative Herald of Georgia within the terms established by legislation or submission of the reports to the President, the Parliament and the Prime-Minister according to the established rules.

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის საკრებულოსა და მერიას თანამშრომლობისაკენ მოუწოდებენ / 2014-03-07 04:41:01

ახალი ამბები

უკვე მესამე თვეა, რაც თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება ერთი მხრივ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობას, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის მერიასა და მის მხარდამჭერ უმცირესობას შორის მწვავე დაპირისპირების საგანია. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან 3 თვეში არ დაამტკიცა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, საქართველოს პარლამენტის თანხმობით მთავრობა იღებს დადგენილებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ.

კამპანიის „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მონაწილე ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დიალოგისთვის მზად არიან / 2014-03-10 01:42:30

ახალი ამბები

კამპანიაში „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ ჩართული ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ 6 მარტს გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფარული მიყურადებებისა და თვალთვალის პრობლემურ საკითხებზე უწყება სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისთვის მზად არის. ამავე დროს, მინისტრმა აღნიშნა, რომ მისაღები იქნება, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შეჯერება მოხდება.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან დედაქალაქის ბიუჯეტის მიღებას / 2014-03-12 01:53:31

ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ  7 მარტს 41 ხმით დედაქალაქის 780 მილიონ ლარიანი ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის განხილვის საკითხი 3 თვის განმავლობაში მერიასა და საკრებულოს შორის პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. 

კონკურსი სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად / 2014-03-12 07:14:06

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ერთობლივი პროექტის ”საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” ფარგლებში აცხადებენ კონკურსს,  სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად.

კონკურსი ტრეფიკინგის თემატიკაზე სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად / 2014-03-12 07:28:04

ახალი ამბები

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებენ პროექტს ”საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა”. პროექტის ფარგლებში ტრეფიკინგზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ცხადდება კონკურსი  სატელევიზიო და რადიო სოციალური რგოლის შესაქმნელად. 

კამპანიის ,,ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებას პასუხობენ / 2014-03-14 04:13:14

ახალი ამბები

უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა სამოქალაქო კამპანია ,,ეს შენ გეხება“ წამოიწყო. კამპანიის მიზანი საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ თვალთვალისა და მიყურადების არსებული პრაქტიკის შეცვლა და კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციურ სტანდარტებთან და ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებასთან შესაბამისობაში მოყვანაა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საყდრისი-ყაჩაღიანის თაობაზე კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება / 2014-03-14 05:24:43

ახალი ამბები

14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ „RMG Gold”-ისთვის საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე  წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემულ ნებართვას გამოეხმაურა და სამინისტროს მიერ მიღებულ აღნიშნულ გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს / 2014-03-18 02:37:49

ახალი ამბები

როგორც ცნობილია მიმდინარე წლის 14 მარტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც,  სამინისტრომ შპს ,,RMG Gold''-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების წარმოების უფლება მისცა.

საია პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას დეპუტატის იმუნიტეტის შესუსტებასთან დაკავშირებით გაუმართლებლად მიიჩნევს / 2014-03-18 13:34:09

ახალი ამბები

საია ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი დავით უსუფაშვილის, განცხადებას, სადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლები  არაკონსტიტუციურად არის შეფასებული. საია უარყოფითად აფასებს ინიციატივას არაკონსტიტუციურობის მოტივით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნეს იმგვარი ცვლილებები, რაც პროკურატურას უფლებას მისცემს, დეპუტატის მიმართ დაიწყოს სისხლისსსამართლებრივი დევნა პარლამენტის თანხმობის გარეშე.