სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსთავი 2 -ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს / 2017-03-05 18:29:23

ახალი ამბები

ოცდახუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსთავი 2ის საქმესთან დაკავშირებით მიმართა. ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არააერთი გარემოება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას ამ საქმეში, და ასევე მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე საქმის შედეგით, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილოს ტელეკომპანიის საჩივარი, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოიყენოს დროებითი შეჩერების მექანიზმი.

საკონსტიტუციო რეფორმა გენდერულ ჭრილში / 2017-03-08 17:37:06

ახალი ამბები

2017 წლის 8 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, გენდერული თანასწორიბის ქსელისა და ქალთა ფონდ საქართველოსთან ერთად, ქალთა თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მიმოხილვა გენდერული თანასწორობის კუთხით.

სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი / 2017-03-09 13:13:57

ახალი ამბები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა- ,,სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი“ , მიმოიხილავს 2015-2016 წლებში 38 პირის მიმართ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებსა და დაკავების პრაქტიკას. 

უკანონოდ განთავისუფლებულები სამსახურებში აღადგინეს / 2017-03-09 16:40:36

საიას წარმატებული საქმეები

საია სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების ინტერესების დაცვას განაგრძობს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სააპელაციო საჩივარი. 

განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით / 2017-03-09 17:51:31

ახალი ამბები

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2017 წლის 7 მარტს გამართული სხდომის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს და სურს აღნიშნოს შემდეგი:

„წრეზე სიარული“ და მედიის თავისუფლება / 2017-03-10 13:54:06

ბლოგი

ყველა ხელისუფლება რომელიც საქართველოში მოდის, მოსვლამდე და მოსვლის პირველ დღეებში მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს. იფიცებიან, გვპირდებიან და გვარწმუნებენ, რომ მედიის თავისუფლება მათთვის „წმინდათა წმინდაა“. მედიის თავისუფლების სიწმინდე დიდი ხანი არ გრძელდება. ყველაზე მეტი ერთი წელი ალბათ. მერე იწყება უცნაური გადაადგილებები, დანიშვნები და გათავისუფლებები, გაურკვეველი განცხადებები, სასამართლო დავები, მოულოდნელად დახურული რეიტინგული გადაცემები და ა.შ. მანამ, სანამ ხელისუფლებაში მყოფ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს მეორე არ ჩაანაცვლებს. ასე დავდივართ წრეზე და მორიგ წრეზე წასვლის დრო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ / 2017-03-12 19:41:35

ახალი ამბები

ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ 2017 წლის 11-12 მარტის ღამეს ქალაქ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს, რა საფუძვლითაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული ჩადენილი, და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოვუწოდებთ.

უმაღლესი განათლების უფლება მსჯავრდებულთათვის / 2017-03-13 14:12:50

ახალი ამბები

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი (წამყვანი კომიტეტი)  „პატიმრობის კოდექსა“ და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებს განხილვას. საკანონმდებლო პაკეტი სხვა ცვლილებებთან ერთად, გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით / 2017-03-13 15:06:44

ახალი ამბები

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული არჩევნები უკანონოა, ხოლო მის შედეგებს არ ძალუძს არსებითი ცვლილებები შეიტანოს ლეგიტიმურ პოლიტიკურ სივრცეში როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

კოალიციამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი კომუნიკაციით მიმართა / 2017-03-13 16:15:37

ახალი ამბები

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წერილობითი კომუნიკაციით მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ე.წ. ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეების ღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას.