სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია მოუწოდებს თბილისის #8 სასჯელაღრსულების დაწესებულების ადმინისტრაციას პატივი სცეს ადვოკატთან შეხვედრის კონფიდენციალობას / 2010-10-25 14:19:18

ახალი ამბები

საია ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის 21 აგვისტოს განცხადებას თბილისის #8 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საკნებში შექმნილ არასათანადო პირობებსა და თავისუფლებააღკვეთილი პირის ადვოკატთან საუბრის კონფიდენციალობისათვის შექმნილ დაბრკოლებებთან დაკავშირებით. საია ადასტურებს სახალხო დამცველის განცხადებაში მითითებულ გარემოებებს და სრულად იზიარებს მასში გამოთქმულ წუხილს.

საია ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სარჩელების წარდგენის ვადებზე სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს / 2010-11-04 11:42:35

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2010 წლი 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინება.

კერძო საჩივრის წარდგენა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ჩვენი ორგანიზაცია 2010 წლის 15 მარტს შეტანილი სარჩელით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინააღმდეგ, ითხოვდა მოპასუხეს დავალებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემა.

31 ოქტომბერს საიას XVII საერთო კრება შედგა / 2010-11-05 16:09:59

ახალი ამბები
31 ოქტომბერს გაიმართა საიას რიგით XVII საერთო კრება.

თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის გარდა, წევრებს ანგარიში ჩააბარეს საიას იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა კახა კოჟორიძემ, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის დირექტორმა თამარ მეტრეველმა, რეგიონალური განვითარების დირექტორმა მზია გოჩელაშვილმა და პროექტის "ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა საქართველოში" კოორდინატორმა თამარ კორძაიამ.

საიას წევრებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს მომავალი 4 წლის სტრატეგია, რომელიც საიას საქმიანობის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს.  წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მომავალი სტრატეგიის შესრულებას საიას თითოეული წევრი უზრუნველყოფს.

საერთო კრებაზე ტრადიციულად ჩატარდა არჩევნები გამგეობის ახალი წევრების ასარჩევად.
კენჭისყრის შედეგად 21-კაციანი გამგეობა შვიდი წევრით განახლდა:


 
თამარ ხიდაშელი;
თამარ კორძაია;
გიორგი მშვენიერაძე;
დიანა ჟღენტი;
ლელა ტალიური;
თამარ ჩუგოშვილი;
გიორგი ჩხეიძე.

საერთო კრებაზე წევრებს საიას გამოცემებთან ერთად დაურიგდათ 2010 წლის წლიური ანგარიში, რომელშიც აღწერილია ორგანიზაციის მიერ საანგარიშო პერიოდში (2009 წლის ოქტომბერი - 2010 წლის ოქტომბერი) გაწეული საქმიანობა.

საია თანაშემწეების მისაღებად კონკურსს აცხადებს / 2010-11-08 14:17:55

ახალი ამბები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატისა და  კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

საიას თავმჯდომარემ მედია-ექსპერტებთან ერთად ბრიფინგი გამართა / 2010-12-13 10:00:33

ახალი ამბები
13 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა და მედია-ექსპერტთა ჯგუფმა ლაშა ტუღუშის ხელმძღვანელობით მედიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

2010 წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურად გამოიკვეთა მედია-გამჭვირვალობის კუთხით არსებული პრობლემები, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მუშაობა მაუწყებლების მფლობელთა გამჭვირვალობის საკითხებში ცვლილების გასატარებლად.

საია და მედია-ექსპერტები მიესალმებიან ამ ფაქტს, თუმცა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია პარლამენტი არ შემოიფარგლოს მხოლოდ მაუწყებლების მფლობელთა გამჭვირვალობის საკითხზე მუშაობით და სათანადო ცვლილებები განახორციელოს მაუწყებლობის ფინანსური  გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფადაც.

ადამიანის უფლებათა კვირეული საიამ უზენაეს სასამართლოსთან აქციით გახსნა / 2010-12-10 10:45:27

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 9 დეკემბერს საღამოს ადამიანის უფლებათა ტრადიციული კვირეული უზენაეს სასამართლოსთან ჩატარებული მშვიდობიანი აქციით გახსნა.

აქციის მონაწილეები სპეციალური სიმბოლიკით გაფორმებული მაისურებით შეიკრიბნენ სასამართლოსთან და ის ძირითადი მესიჯები გააჟღერეს, რომელიც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემებთან ასოცირდება.

აქციის სლოგანი იყო „აღიარე ჩემი უფლება!“

საიას ორგანიზებით საკონსტიტუციო სასამართლოში სტუდენტური ოლიმპიადა ჩატარდა / 2010-12-12 13:35:29

ახალი ამბები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით, ატარებს სტუდენტურ ოლიმპიადას “ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის” მთელი საქართველოს მასშტაბით.

წელს, საიამ  საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფინანსური მხარდაჭერით, კვლავ გამოაცხადა კონკურსი ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.

საია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს წერილობით მიმართავს / 2010-12-14 06:00:32

ახალი ამბები

2010 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესებს დამტკიცების შესახებ".

აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესების შესაბაისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ "ჩართულობის სამოქმედო გეგმაში" საქმიანობების განხორციელებისთვის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისგან თანხმობის მიღების წესსა და პროცედურას განსხაზღვრავს.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ საიასა და სტუდია მონიტორის საჩივარი დააკმაყოფილა / 2010-12-24 15:06:52

ახალი ამბები

2010 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა სტუდია “მონიტორის” საჩივარი ტელეკომპანიების “რუსთავი-2”-სა და “ტელეიმედის” წინააღმდეგ.

სტუდია “მონიტორის” ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი წარმოადგენდა.
საჩივრის ავტორი ითხოვდა ტელეკომპანიების სანქცირებას “მაუწყებლობის შესახებ” კანონის  71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს დამრღვევი ტელეკომპანიების გაფრთხილებას მათ მიერ ჩადენილი დარღვევებისათვის.

ინფორმაციის თავისუფლების საქმეებზე გასაჩივრების ვადები სასამართლოების მიერ კანონსაწინააღმდეგოდ განიმარტება / 2010-12-28 07:46:46

ახალი ამბები

2010 წლის 4 ნოემბერს საიამ გაავრცელა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა მიგვითითა, რომ სარჩელი წარდგენილი იყო დაგვიანებით, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს ჩვენს მიერ წარდგენილი საჩივარი უნდა განეხილა არა 1 თვის, არამედ 15 დღის ვადაში, ზაკ-ის მე-100 მუხლის შესაბამისად.

საიამ მიიღო იმავე მოსამართლის მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება. იმავე მოსამართლემ ამჯერად მიგვითითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საჩივარი უნდა განეხილა არა 1 თვის ან 15 დღის, არამედ 10 დღის ვადაში, ზაკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად.