სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

კამპანია „ეს შენ გეხება“ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებისათვის პოლიტიკური უფლებების მინიჭების შესახებ / 2012-04-10 10:57:29

ახალი ამბები

2012 წლის 5 აპრილს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოვიდა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებს პოლიტიკური აქტივობისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებები მიენიჭებათ. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივის ამჟამინდელი ვერსია შესაძლებელს ხდის პარლამენტის წევრად აირჩეს ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის მოქალაქე, თუ ის დაბადებულია და ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობამაც.

ინიციატივის ფარგლებში, ასევე, განიხილება შესაძლებლობა, რომ აღნიშნულ პირებს მიენიჭოთ ყველა პოლიტიკური თანამდებობის დაკავებისა და სხვა პოლიტიკური უფლებები, რომლებითაც ექსკლუზიურად სარგებლობენ საქაართველოს მოქალაქეები.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საიას დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოდ სცნო / 2012-04-10 12:19:13

ახალი ამბები

2012 წლის 5 აპრილს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ საიას დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქე ელგუჯა კავლელიშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

მოქალაქე ელგუჯა კავლელიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველ ნაწილში ედებოდა, კერძოდ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში, რომელიც ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ელგუჯა კავლელიშვილი პროფესიით მძღოლია. პატრულის თანამშრომელს მისი მართვის მოწმობის შემოწმებისას გაუჩნდა ეჭვი, რომ მოწმობა ყალბი იყო, რადგან საპატრულო პოლიციის ერთიან ბაზაში კავლელიშვილის მართვის მოწმობა არ აღმოჩნდა რეგისტრირებული. ყოველივე ეს გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი.

არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში რიგით მესამე ანგარიშს აქვეყნებს / 2012-04-11 12:59:43

ახალი ამბები

 

დღეს 2012 წლის 11 აპრილს ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“  პროექტის „საკუთრების უფლების ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში“ ფარგლებში მორიგი ანგარიშის „საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშის მზადების პროცესში რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა:

მთელს საქართველოს ტერიტორიაზე და განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში ხშირია მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ მიწებისა და უძრავი ქონების გადაცემის ფაქტები

ხშირ შემთხვევაში მიწებისა და უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა მასობრივ ხასიათს იძენს, როდესაც ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე ათეული მოქალაქე ქონებას საკუთარი სურვილით სახელმწიფოს სასარგებლოდ ტოვებს ან ჩუქნის მას. მაგ: კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე 2011 წლის 13-25 იანვარს დაფიქსირებულია კერძო პირების მიერ უძრავი ქონების მიტოვების 79 ფაქტი, კურორტ საირმეში 2010 წლის 13-23 დეკემბერს მეწარმე პირების მიერ სახელმწიფოსათვის უძრავი ქონების ჩუქების 20 ფაქტი

 

საიას განცხადება სასჯელის მოხდის გადავადება-გათავისუფლების საკითხებში საამართლოსა და კომისიის არაეფექტურობასთან დაკავშირებით / 2012-04-20 11:04:58

ახალი ამბები

2012 წლის 7 მარტს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18  სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა მსჯავრდებული ალექსანდრე აკაკის ძე დადიანი. სამედიცინო ცნობაში გარდაცვალების მიზეზად დასახელებულია ტუბ.ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული სუნთქვისა და გულ-სისხლძარვთა მწვავე უკმარისობა.

იმავე სამედიცინო ისტორიის თანახმად, მსჯავრდებული მძიმედ იყო დაავადებული. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულია: ,,. დადიანს ამჟამად აღენიშნება მძიმე იზიატრიული პათოლოგია, ხოლო ჰეპატოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფი არ არის.” მიუხედავად იმისა, რომ, დასკვნის თანახმად, დადიანი ჰეპატოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფი არ იყო, მხოლოდ მძიმე იზიატრიული დაავადება სასჯელის მოხდის გადავადების საფუძველს წარმოადგენს. სასჯელის გადავადების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით ,,უსაფუძვლობის გამოარ დაკმაყოფილდა .დადიანის შუამდგომლობა სასჯელის შემდგომი მოხდის გადავადების შესახებ, რაც გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. ადვოკატმა საჩივარში დააფიქსირა, რომ მსჯავრდებული დადიანი დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდებოდა და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. თუმცა, ამას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. 2012 წლის 7 მარტს დადიანი გარდაიცვალა.

საია უცხოელისათვის საპროტესტო აქციის ორგანიზების უფლების აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს / 2012-04-23 06:37:37

ახალი ამბები

2012 წლის 20 აპრილს საიამ მოლდოვას მოქალაქის მარიანა კიკუს სახელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. საია ითხოვს უცხოელისათვის საპროტესტო აქციის პასუხისმგებელ პირად ყოფნის აკრძალვის გაუქმებას.

2011 წლის 11 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის ის მუხლი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს პასუხისმგებელ პირად ყოფნის უფლებას ართმევდა. პასუხისმგებელ პირთა კატეგორიას განეკუთვნებიან შეკრების რწმუნებული და ორგანიზატორი, რომელთაც ამავე კანონით უფლება აქვთ შეიტანონ გაფრთხილება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში და მოუწოდოს, შეკრების მონაწილეებს აქციის დაშლისაკენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი აკრძალვა ეხებოდა როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებს, ასევე აპატრიდებს - ადამიანებს, რომლებსაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ.

საია მიესალმება საკაბელო მაუწყებლების ლიცენზირების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას / 2012-04-23 12:26:29

ახალი ამბები

2012 წლის 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილების სრული ტექსტი საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი. სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან (გამოხატვის თავისუფლება) შეუსაბამოდ სცნო კაბელური ქსელით მაუწყებლობის ლიცენზირების ვალდებულება, თუმცა ძალაში დატოვა თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობის ლიცენზირების აუცილებლობა.

საია ,,სასამართლოს მეგობრის” სტატუსით ჩართული იყო აღნიშნულ საქმეში. აღასანიშნავია ის გარემოება, რომ საიას წერილობითი მოსაზრებები აისახა გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში. საია ამტკიცებდა, რომ საეთერო მაუწყებლობისგან განსხვავებით, საკაბელო და თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობისას არ გამოიყენებოდა ბუნებრივად ამოწურვადი რესურსი - სიხშირე, შესაბამისად, გამართლებული არ იყო, აღნიშნული ტიპის მაუწყებლობის დაწყებისათვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან ლიცენზიის მიღება. თავის მხრივ, ლიცენზიის გარეშე საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობის დაწყების შემდეგ, მარეგულირებელ კომისიას უნდა შეენარჩუნებინა, ასეთი მაუწყებლის საქმიანობის კანონიერების შემოწმების უფლებამოსილება.

საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა სახალხო დამცველისა და საიას მოსაზრებები საკაბელო მაუწყებელთან მიმართებაში. საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საკაბელო მაუწყებლობა ხორციელდებოდა არა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სიხშირული სპექტრის მეშვეობით, არამედ მაუწყებლობის განმახორციელებელი პირის კერძო საკუთრების ქვეშ მოქცეული ინფრასტრუქტურით, სწორედ ამიტომ აღნიშნული მაუწყებლობის დასაწყებად საჭირო არ იყო ლიცენზირება. კომისიას რჩებოდა შესაძლებლობა, საკაბელო მაუწყებლის საქმიანობის კანონთან შესაბამისობა გაეკონტროლებინა ლიცენზირების გარეშე. სასამართლომ ასევე არ გამორიცხა საკაბელო მაუწყებლის ვალდებულება, მაუწყებლობის დაწყებამდე წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მაუწყებლობის მსურველი პირის თაობაზე.

საიამ ქალაქ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობის მონიტორინგი განახორციელა / 2012-04-23 13:35:22

ახალი ამბები

 

დღეს 23 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ,,ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევის პრეზენტაცია ,,ქალაქ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობა“ გამართა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მონიტორინგის განხორციელების გზით შეეცადა გამოერკვია, რამდენად კანონშესაბამისად და პროცედურების დაცვით ხორციელდებოდა ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობისათვის სამუშაოების შესყიდვა, რამდენად ეფექტურად და მიზნობრივად ხდებოდა გამოყოფილი თანხების ხარჯვა, ხომ არ ჰქონდა ადგილი კანონდარღვევებს.

მონიტორინგის შედეგების ძირითადი საფუძველი გახდა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი და მიღებული საჯარო ინფორმაცია.

ინფორმაციის მიღების მიზნით, საია და საია-ს ქუთაისის ფილიალი იყენებდა, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის, ისე სასამართლოს მეშვეობით ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები ახალ კანონპროექტებზე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ / 2012-04-24 10:27:22

ახალი ამბები

დღეს 2012 წლის 24 აპრილს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თავის მოსაზრებებს კანონპროექტის  „ინფორმაციული უსაფრთხოების“ თაობაზე საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დროულია, რადგან ის რისკები, რომლებიც არსებობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მზარდი ტემპით განვითარებისა და გამოყენების კუთხით, საქართველოს კანონმდებლობაშიც შესაბამისად უნდა იყოს ასახული.

საკანონმდებლო ინიციატივა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, მეტად საყურადღებოა, ვინაიდან მისი მთელი რიგი დებულებები გავლენას ახდენენ ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე და გარკვეული კორექტივები შეაქვთ მასში. კერძოდ,

პეტიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს / 2012-04-24 14:11:18

ახალი ამბები

 

24 აპრილი 2012

თბილისი, საქართველო

ქალბატონო ფატუ ბენსუდა, ბატონო ლუის მორენო ოკამპო,

ქვემორე ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით ქალბატონო ფატუ ბენსუდას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (შემდგომში სასამართლო) მომავალ პროკურორად არჩევას. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს როლი საერთაშორისო მართლმსაჯულების გაძლიერებაში და საერთაშორისო დანაშაულების დასჯის კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი ცხრა წლის განმავლობაში.

ბატონო პროკურორო, ქალბატონო პროკურორო, დღეს ჩვენს გწერთ, რათა თქვენი უფლებამოსილები ფარგლებში კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის, რომელზეც 2008 წლიდან სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წინასწარი მოკვლევა მიმდინარეობს, აღსრულდეს მართლმსაჯულება.

საია გმობს პარლამენტარ აზერ სულეიმანოვის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას და დეპუტატს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს / 2012-04-25 12:06:33

ახალი ამბები

საია შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიერ დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მისამართით გაკეთებული შეფასებებით, მიიჩნევს მათ სიძულვილის ენის გამოვლინებად და გამონათქვამის ავტორს მომავალში მსგავსი ქმედებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს. საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შემდეგ, არგუმენტები არ გააჩნია, უარი განაცხადოს ოსმალთა იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებაზე. ჯონდი ბაღათურიას სიტყვა შეაწყვეტინა პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა და შემდეგი სიტყვით მიმართა: "ჩვენი სომეხი კოლეგა, ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა.”

პარლამენტის წევრის, აზერ სულეიმანოვის გამონათქვამი წარმოადგენს ვერბალურ თავდასხმას სომხურ ეთნიკურ ჯგუფზე, ღიად გამოხატავს რა აღნიშნული ეთნიკური თემის მიმართ აშკარად მტრულ დამოკიდებულებას. წარმოთქმულ ფრაზაში წარმოჩენილია, ის რომ სომხური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისათვის დამახასიათებელი გვარის ტარება დამაკნინებელია ადამიანისათვის.