სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია შსს-ს 10 ოქტომბრის განცხადებას პასუხობს / 2013-10-11 07:11:54

ახალი ამბები

2013 წლის 9 და 10 ოქტომბერს საიას მიერ გაკეთებულ იქნა განცხადებები მოქალაქეების - დავით კაპანაძისა და ლევან კორკოტაშვილის საქმეზე. დ.კაპანაძე მოინახულა საიას თავმჯდომარემ, ხოლო დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ ლ. კორკოტაშვილთან  საიას დუშეთის ოფისის ადვოკატი იმყოფებოდა. უშუალოდ ზემოთ მითითებულ მოქალაქეთა მიერ პირადად ჩვენი თანამშრომლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საიამ ზემოაღნიშნული განცხადებები გააკეთა, სადაც ითქვა, რომ ამ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავდა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასება ფართომასშტაბიან შეწყალებასთან დაკავშირებით / 2013-08-26 04:18:18

ახალი ამბები

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფართომასშტაბიანი შეწყალების (მსჯავრდებულთათვის ნასამართლეობისა, დამატებითი სასჯელებისა და პირობითი მსჯავრის მოხდისაგან გათავისუფლების) ინიციატივას.

არასამთავრობო ორგანზაციათა ერთობლივი განცხადება ბოლო პერიოდში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების შესახებ / 2013-08-26 09:58:04

ახალი ამბები
ბოლო დღეების მანძილზე დედაქალაქის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარდა რამდენიმე რეიდი, რამაც საზოგადოების ნაწილის ყურადღება და აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნული ღონისძიების დროს სისტემატურად ხდებოდა როგორც ქვეითად მოსიარულე მოქალაქეთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერება და ჩხრეკა, მოქალაქეთა პირადი დოკუმენტაციის შემოწმება. გავრცელებული ინფორმაციით ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები იწერდნენ მოქალაქეთა შესახებ ინფორმაციას (სახელი, გვარი, მამის სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) და თითოეულ შემოწმებულ პიროვნებას მობილური ტელეფონით უღებდნენ სურათებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიებები ხშირ შემთხვევაში უკანონო ხასიათს ატარებდა და არღვევდა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

საიას სადამკვირვებლო მისია / 2013-10-26 04:43:32

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე  სადამკვირვებლო მისიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 15:00 საათისთვის / 2013-10-27 06:48:40

ახალი ამბები

დღის 15:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 36 საარჩევნო ოლქში.

კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში.    ამ დროისათვის ფიქსირდება პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე. უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები და დაიწერა საჩივრები. ჩვენი შეფასებით, დარღვევები, ძირითადად, განპირობებული იყო საარჩევნო კანონმდებლობის უცოდინრობით. 

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 09:00 საათისთვის / 2013-10-27 00:55:09

ახალი ამბები

დილის 9 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. საიას დამკვირვებლებს რამდენიმე უბანზე, ძირითადად სპეც უბანზე პრობლემები შეექმნათ უბანზე შეშვებასთან დაკავშირებით. დაფიქსირდა ასევე პრობლემები წილისყრის პროცედურებთან და საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით.  

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 18:00 საათისთვის / 2013-10-27 09:35:08

ახალი ამბები

დღის 18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 36 საარჩევნო ოლქში.

უპირველესად, გვსურს განვაცხადოთ, რომ როგორც წინა პრესკონფერენციებზე აღვნიშნეთ, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.   უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:

საიას მედიის სამართლებრივი დახმარების ცენტრი ეხმაურება ,,ტაბულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას / 2013-08-27 01:44:09

ახალი ამბები

ტელეკომპანია „ტაბულას“ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით 2013 წლის 24 აგვისტოს, ქალაქ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე საპატრულო პოლიციამ, პოლიციის რეიდის გადაღების მომენტში გააჩერა „ტაბულას“ ჟურნალისტი, გიორგი სიხარულიძე. განცხადებაში აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, უკანონო ჩხრეკის და გადაღებული მასალის ჟურნალისტის მობილური ტელეფონიდან წაშლის ფაქტების შესახებ.

საარჩევნო პორტალის www.electionsportal.ge - ს პრეზენტაცია / 2013-10-02 08:36:55

ახალი ამბები

დღეს, 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინში, ორგანიზაციებმა - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და „ჯამპსტარტ ჯორჯიამ“ საქართველოს არჩევნების პორტალის პრეზენტაცია გამართეს. 

საიას თბილისის ადვოკატის დახმარებით ბრალდებული დ.ხ. სასამართლომ სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა / 2013-10-03 05:25:41

ახალი ამბები

საიას თბილისის ოფისის ადვოკატი ახორციელებდა პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის დ.ხ-ს ინტერესების დაცვას სისხლის სამართლის საქმეზე. 
დ. ხ.-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს ძარცვის მცდელობას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე.