სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევი კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ! / 2014-01-16 03:00:30

ახალი ამბები

გაცნობებთ, რომ გასაუბრების შედეგად ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის ჯგუფში შეირჩა 20 თანაშემწე, ხოლო სისხლის სამართლის ჯგუფში - 8. (იხ. თანდართული დოკუმენტი). 

საიას და სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის განცხადება შპს „ენერჯი გრუპის“ და შპს „TV3“-ის მაუწყებლობის ლიცენზიებთან დაკავშირებით / 2014-01-16 04:58:47

ახალი ამბები

2014 წლის 15 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადაკარგულად გამოაცხადა შპს „ენერჯი გრუპისთვის“ 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით მინიჭებული და 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაცემული ლიცენზია. ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზეზი გახდა ის, რომ შპს „ენერჯი გრუპის“ 20% წილის მფლობელს და დირექტორს, კახა ბაინდურაშვილს, იმავდროულად უკავია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობა, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეუთავსებელია მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობასთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად იგივე პოზიცია აქვს საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასა და კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის". 

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება / 2014-01-17 02:36:05

ახალი ამბები

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ ივანე მერაბიშვილის მიერ 16 დეკემბერს გახმაურებულ ბრალდებებზე ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირების გამო. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს / 2014-01-17 05:04:51

ახალი ამბები

2013 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ. მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის ნასამართლობასა და იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით გაჩენილმა შეკითხვებმა ნათლად წარმოაჩინა, კანდიდატურის შერჩევის მნიშვნელობა და ამ პროცესში პროკურორის შერჩევა-დანიშვნაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების - იუსტიციის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერფრაქციულ ჯგუფს ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემას სთავაზობენ / 2014-01-20 09:08:57

ახალი ამბები

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით შეიქმნა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებების მომზადება და პარლამენტში წარდგენა. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადება მერებისა და გამგებლების არჩევის წესისა და მათთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ / 2014-01-23 02:19:18

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. აქედან გამომდინარე, გვსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საკრებულოს მიერ მერისთვის/გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმის შესახებ, რაც გათვალისწინებულია წარმოდგენილი პროექტით.  

პეტიცია ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით / 2014-01-24 01:53:41

ახალი ამბები

როგორც ცნობილია, 2014 წლის იანვარში საპარლამენტო ინტერფრაქციულმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს 2014 წელს არჩევნების ჩატარებას.  

საიას საგანგებო განცხადება / 2014-01-29 05:05:52

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის მონიტორინგი წარმოადგენს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ არაერთხელ მოგვითხოვია პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების დაწყება. საიას განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის შემთხვევები, სადაც მოქალაქეები პოლიციელების მხრიდან ცემასა და სხვა სახის ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებენ. სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილ თითქმის ყველა მსგავს შემთხვევაში გამოძიება ან საერთოდ არ დაიწყო, ან დაიწყო, მაგრამ ადეკვატურად და ეფექტურად არ წარიმართა. ცხადია, ამგვარი დამოკიდებულება ქმნის მსგავსი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების რაოდენობის გაზრდის მაღალ რისკს.

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე / 2014-01-26 03:35:50

ახალი ამბები

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ღრმად ვართ შეშფოთებული იმ ძალადობის გამო, რაც თავისუფალი და ძლიერი სულისკვეთების მქონე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც იცავენ  ფუნდამენტურ უფლებებს, თავისუფლებას და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს.  

სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ საბჭოს შერჩეული წევრებიდან ერთი საიას წარმომადგენელია / 2014-01-27 05:16:30

ახალი ამბები

2013 წლის 25 იანვარს სახალხო დამცველის აპარატში ჩატარდა „იურიდიული დახმარების სამსახურის“ საბჭოს წევრთა შესარჩევი კონკურსი. 

სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ საბჭოში სახალხო დამცველმა სამი წევრი უნდა წარადგინოს. ერთი მათგანი უნდა იყოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი, ხოლო ორი მათგანი შეირჩევა ღია კონკურსის წესით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის, ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით.