სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით / 2015-06-26 10:52:09

ახალი ამბები

26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს წამების მსხვერპლებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული, დამოუკიდებელი და სრულყოფილი გამოძიება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის სამწლიანი შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია / 2015-06-27 11:46:38

ახალი ამბები

2015 წლის 27 ივნისს საქართვეველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ,, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ'' იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის სამწლიანი შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.

საია დევნილთა უფლებების დასაცავად ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას აჯამებს (2012-2015) / 2015-07-01 16:41:19

ახალი ამბები

2015 წლის 30 ივნისს საიამ დაასრულა პროექტი, რომლსაც 2012 წლის 1 მაისიდან ახორციელებდა და მიზნად ისახავდა იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევას. პროექტი დაფინანსებული იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ და ხორციელდებოდა ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მეშვეობით. 

საია პროკურატურას მოუწოდებს, უზრუნველყოს ყოველმხრივი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება ფილიპე ბაბაიანისა და არტურ ოგანეზიანის საქმეზე / 2015-07-03 17:59:19

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას სასწრაფოდ და მიუკერძოებლად გამოიძიოს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ 2015 წლის 02 ივლისს გავრცელებული ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი ფილიპე ბაბაიანისა და და არტურ ოგანეზიანის მიმართ.

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსში გასული მონაწილეების სია / 2015-07-04 11:54:47

ახალი ამბები

დასრულდა საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი, რომლის შედეგად შეირჩა 32 პირი. შერჩეულ კონკურსანტებს საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად დამატებით დავუკავშირებით. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს / 2015-07-06 12:00:00

ახალი ამბები

2015 წლის 6 ივლისს სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კულტურის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ,,საარჩევნო განვითარების სკოლა 2015’’-ის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

საიამ ახალი კვლევების პრეზენტაცია გამართა / 2015-07-06 13:00:00

ახალი ამბები

 2015 წლის 6 ივლისს, ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში, საიამ შემდეგი კვლევების პრეზენტაცია გამართა:

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოში;
საჯარო-კერძო პარტნიორობა (საქართველოში არსებული ტენდენციები).

საიას ივნისის თვის წარმატებული საქმეები / 2015-07-08 16:51:21

ახალი ამბები

საიას დახმარებით ექვსმა პირმა შპს კაზინო ,,აჭარას“ შრომითი დავა მოუგო

 
საიას თბილისის ოფისი იცავდა ექვს პირს, რომელთაც შპს კაზინო ,,აჭარამ“ დაუსაბუთებლად შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულებები. სასამართლოს გადაწყვეტილებით მათი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ იქნა ცნობილი და შპს კაზინო ,,აჭარას“ მათ სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა. საკომპენსაციო თანხამ ჯამში 68 120 ლარი შეადგინა. 

საია #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება / 2015-07-08 16:52:47

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების გამო და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, ობიეტური და ყოველმხრივი გამოძიებისაკენ მოუწოდებს. 

 

საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის შეფასება / 2015-07-09 14:11:42

ახალი ამბები

2015 წლის 9 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა  საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით.