სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

სასამართლომ მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა დაადგინა / 2016-09-05 15:32:52

საიას წარმატებული საქმეები

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ,,პარტიზანული მებაღეობის“ წევრების ინტერესებს, რომლებიც სასამართლოში ასაჩივრებდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტს და მოითხოვდნენ მისცემოდათ შესაძლებლობა, ქ. თბილისის მერიის წინ, სკვერში, მათ მიერ შერჩეულ ადგილას განეთავსებინათ კარავი.

საია-ს დახმარებით პირის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა / 2016-09-05 17:28:56

საიას წარმატებული საქმეები

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ,,აუდიტორია 115“-ის წევრის ინტერესებს, რომელიც 2016 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ფეხით მოსიარულეთა გზაზე სტენსილის გაკეთების საფუძვლით დააკავეს. 

საია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის მომხდარი ინცინდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს / 2016-09-07 09:45:56

ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მომავლის იმედის“ ხელმძღვანელ, თამარ ხაჭაპურიძეს შორის 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება აჩენს კითხვებს, რომ შესაძლოა მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის გამოძიება მიკერძოებულად მიმდინარეობდეს და არ იყოს ობიექტური; კითხვებს აჩენს ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის სისწორე და მოსალოდნელი სასჯელის პროპოციულობა, გამოძიების პროცესზე სასამართლო კონტროლის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა.

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“განცხადება პატრიოტთა ალიანსის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის ზაზა მამალაძის რასისტულ განცხადებასთან დაკავშირებით / 2016-09-07 11:05:32

ახალი ამბები

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას პატრიოტთა ალიანსის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა მამალაძის მიერ 23 აგვისტოს მედია-კავშირ “ობიექტივის” ეთერში გაკეთებული რასისტული განცადების გამო. კერძოდ, მან განაცხადა:

კონკურსი კვლევის მომზადების თაობაზე-საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების წესი ევროკავშირის ქვეყნებში / 2016-09-07 18:18:12

ტენდერები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს კვლევის მომზადების თაობაზე. საკვლევ საგანს წარმოადგენს: საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების წესი ევროკავშირის ქვეყნებში.  

კონკურსი კვლევის მომზადების თაობაზე-გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების წესი ევროკავშირის ქვეყნებში / 2016-09-07 18:33:11

ტენდერები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს კვლევის მომზადების თაობაზე. საკვლევ საგანს წარმოადგენს: გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების წესი ევროკავშირის ქვეყნებში.  

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ტელეკომპანია GDS-ზე გასული გადაცემათა ციკლის შესახებ / 2016-09-08 11:44:37

ახალი ამბები

ტელეკომპანია GDS-ზე პირველი სექტემბრიდან დაიწყო გადაცემათა ციკლი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში ხვდება ქვეყნის ათივე რეგიონის ადგილობრივ ჟურნალისტებს, გადაცემა წინასაარჩევნოდ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს გავა ეთერში.

 

საარჩევნო წელს ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში აქცენტი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არის გაკეთებული / 2016-09-08 14:36:23

არჩევნები 2016

წინასაარჩევნო პერიოდში, მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების ცვლილებები განხორციელდა, რომლითაც  ადგილობრივი ხელისუფლება შეეცადა 2016 წლის ბიუჯეტით, განსხვავებით 2015 არასაარჩევნო წლის ბიუჯეტისაგან, გათვალისწინებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთ პროგრამებზე გადაენაწილებინა, რომელთა განხორციელებაც მოსახლეობაში კმაყოფილებას, საბოლოო ჯამში კი, არჩევნებზე მათი მხარდამჭერების რიცხვის ზრდას გამოიწვევდა. მათი განხორციელება წინასაარჩევნოდ, შესაძლოა უშუალოდ არ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ ნორმებს, თუმცა, თავისი არსით, საბიუჯეტო სახსრების საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებას წარმოადგენს და არათანაბარ პირობებს ქმნის პოლიტიკური პარტიებისათვის.

წინასაარჩევნო პერიოდი და საბიუჯეტო ცვლილებები აკრძალვებს მიღმა / 2016-09-08 14:49:57

არჩევნები 2016

დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში ტრადიცულად 2 თვეს გრძელდება, თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი ოთხი თვით განისაზღვრა. აღნიშნულმა   როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ასპექტები გააჩინა. მაგალითად, საბიუჯეტო ცვლილებებისა და ახალი პროგრამების განხორციელება/არსებულის ზრდა, რომელიც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან, რიგ შემთხვევებში სწორედ კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ განხორციელდა.

პრემიერის ინიციატივა „ცხოვრება გრძელდება“ პარტიული და სახელმწიფო რესურსებს შორს აუცილებელ ზღვარს ბუნდოვანს ხდის / 2016-09-08 17:32:38

არჩევნები 2016

მართალია საქართველოს კანონმდებლობა წინასაარჩევნო პერიოდში, გამონაკლისების გარდა, არ კრძალავს, სოციალური ხასიათის პროგრამების ინიცირებას და განხორციელებას, თუმცა ასეთი ინიციატივები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკებს შეიცავს. მსგავსი ინიციატივები ძირითადად მოსახლეობის ფართო მასებზეა გათვლილი და წინასაარჩევნოდ მათი ინიცირება სწორედ ამომრჩეველთა კმაყოფილების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.