სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით / 2017-08-31 17:48:52

ახალი ამბები

29 აგვისტოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ევროპის საბჭოს მიერ დაწუნებული კანდიდატების ჩანაცვლების მიზნით 2 ახალი კანდიდატი შეარჩია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედითი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა / 2017-09-01 10:40:32

საიას წარმატებული საქმეები

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა მოქალაქის ინტერესებს, რომელმაც 2010 წელს ქუჩაში ნაპოვნი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიიღო სხეულის მრავლობითი, მძიმე დაზიანებები. აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, რომელიც წლების განმავლობაში არაეფექტურად მიმდინარეობდა. საია-ს დახმარებით დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედითი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო დაზარალებულის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

საიას განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსზე / 2017-09-03 05:34:18

ახალი ამბები

ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში შესაძლო არასათანადო ჩარევების და კომისიების მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირებით დაკომპლექტების განზრახვების შესახებ.[1]

 


[1] http://rustavi2.ge/ka/news/83523

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას / 2017-09-06 10:56:04

ახალი ამბები

1 სექტემბერს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ, განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოში პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადადებით

გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში საქართველოდან პირველი ფემიციდის საქმე გაიგზავნა / 2017-09-06 10:58:40

ახალი ამბები

საიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, 2017 წლის 5 სექტემბერს გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW) ფემიციდის საქმე გაგზავნა.  საქმე ეხება სახელმწიფოს უმოქმედობას თავიდან აეცილებინა ფემიციდი (გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა) და დანაშაულის არასრულყოფილ გამოძიებას, რაც საქართველოში ქალთა დისკრიმინაციის სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.

არჩევნები 2017: ხშირად დასმული კითხვები დამოუკიდებელი კანდიდატების შესახებ / 2017-09-06 15:42:48

ახალი ამბები

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის ან თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის კანდიდატის რეგისტრაცია

 

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტის პრობლემური საკითხები / 2017-09-07 11:26:37

ახალი ამბები

2017 წლის 6 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ საზოგადოებას წარუდგინა „საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ანაზღაურების წესსა და ოდენობას.

„სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები შესაძლო კორუფციული გარიგებების დადების რისკებს შეიცავს / 2017-09-07 12:13:13

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.  საკანონმდებლო პაკეტი მორატორიუმის[i] მოქმედების პერიოდში - ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების შესაძლებლობას იძლევა.

საია ეხმაურება საქართველოს მთავრობის დადგენილებას - 2017 წ. გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ / 2017-09-08 12:00:18

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების[1] პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი.[2]

გვსურს, გამოვეხმაუროთ ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია  და ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებები მმართველმა გუნდმა  წინასაარჩევნოდ, თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის გარეშე დაგეგმა,[3] რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხსა და მის დეცენტრალიზაციაზე.[4]

[1]თელავის, გორის, მცხეთის, ახალციხის, ამბროლაურის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები.

 

[2] https://matsne.gov.ge/ka/document/view/3797704

[3] http://netgazeti.ge/news/201447/

[4] https://gyla.ge/ge/post/ngo-ebis-mimartva-saqartvelos-parlamentis-tsevrebs#sthash.eJg8Wv48.dpbs

ვაზიანის ე.წ. სამხედრო დასახლება - ცივილიზაციას მოწყვეტილები / 2017-09-08 14:09:48

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს ვაზიანის ე.წ. ყოფილ  სამხედრო დასახლებაში მცხოვრები პირების პრობლემების შესწავლას. ამ ეტაპზე, გაცნობებთ, რომ საიას აქტიურობის საფუძველზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და თავდაცვის სამინიტროს შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაიწყეს მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებისა და კორპუსების ავარიული ნაწილების რეაბილიტაცია.