2009 წ. 11 ივლისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის”, ”პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის”, და ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” ცვლილებები და დამატებები.
4 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ინიციატივით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების ხელმძღვანელები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატებს შეხვდნენ.