სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

დაფუძნდა კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ / 2011-04-14 14:51:27

ახალი ამბები
გუშინ, 2011 წლის 13 აპრილს, კოალიციის 11 დამფუძნებელმა ორგანიზაციამ, კლუბ ”ფრონტლაინ ჯორჯიაში” ჩაატარა პრესკონფერენცია, რომელზეც საზოგადოებას ემცნო  კოალიციის შექმნის მიზანი და მისი სამომავლო საქმიანობები.

კოალიციის შექმნის მიზანია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყანაში მედია სფეროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და პოზიტიური გავლენა მოახდინოს მედიის როლის გაძლიერებაში დემოკრატიის განვითარების პროცესში და მედიაგარემოს გაუმჯობესებაში.

ამ მიზნების განსახორციელებლად კოალიციამ გამოხატა მზაობა, მიმართოს  ყველა ძალისხმევას  რათა გაუმჯობესდეს მედიის მარეგულირებელი კანონმდებლობა, განხორციელდეს მუდმივი  კონტროლი კანონის შესრულებაზე და დაცული იყოს ჟურნალისტთა უფლებები და მედიის ფინანსური დამოუკიდებლოება.
კოალიციამ საზოგადოებას მისი საქმინობის უახლოესი ნაბიჯებიც გააცნო, რომელთა თანახმად ის აქტიურად იმუშვება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ”ბი-სი-ჯი”-სათვის დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის შესაწვალის ამსახველი კველვის შედეგების შესაწავლაზე, რადგან საეჭვოა კვლევის შედეგების სარწმუნოობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა / 2011-04-18 12:06:38

ახალი ამბები

2011 წლის 18 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საიას კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით.  საკონსტიტუციო სასამართლომ საიას სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკამაყოფილა საიას, ასევე ჯაბა ჯიშკარიანის, დაჩი ცაგურიას, სახალხო დამცველის და კონსერვატიული პარტიის მოთხოვნა  და ,,შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულების (მათ შორის პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები) შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში საპროტესტო აქციის ჩატარების ზოგადი აკრძალვა ძალადაკარგულად ცნო.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ,,შეკრებისა და მანიფესტაციის” შესახებ” კანონის მე-111 მუხლის ის დებულებები, რომლები არ აძლევენ საპროტესტო აქციის მცირერიცხოვან მონაწილეებს წინასწარი გაფრთხილების არსებობის მიუხედავად, მთლიანად ან ნაწილობრივ  მოახდინონ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ბლოკირება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ნახატებისა და პიესების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა / 2011-04-22 09:58:49

ახალი ამბები

21 აპრილს 14:00 საათზე ქალაქ გორში, სასტუმრო “ვიქტორიაში” აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ნახატებისა და პიესების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

კონკურსი მოეწყო პროექტის “გენდერულ ძალადობასთან მიმართებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცნობიერების დონის ამაღლება, ინტეგრაცია და რეაბილიტაცია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს საელჩო საქართველოში მხარდაჭერით.

მოზარდებს საკუთარ ნახატებსა და პიესებში უნდა ეჩვენებინათ თუ როგორ აისახება ოჯახში ძალადობის შედეგად გამოვლენილი პრობლემები ადამიანების ფსიქიკაზე.

კონკურსში გამარჯვებული ნახატების ავტორები არიან:

1. მედეა ყირიმელი
2. თამთა მერაბიშვილი
3. თეონა რუსიტაშვილი
4. ირაკლი მინაშვილი
ხოლო საუკეთესო პიესის ავტორია მანანა თარაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 26 აპრილის კომენტარს ეხმაურება / 2011-04-27 13:25:29

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებულ კომენტარს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქმეზე _ ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ და მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ აუცილებლად უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ადეკვატურად შეფასება და გათვალისწინება.

შსს-მ და ოთარ გვენეტაძემ საიას დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქისთვის მორალი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იკისრეს / 2011-04-27 13:54:14

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე ეკა მათიაშვილს, რომელსაც 2011 წლის 3 იანვარს, ვეტერანთა აქციის ძალის გამოყენებით დაშლის დროს, შსს- თანამშრომელმა _ ოთარ გვენეტაძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. საიას დახმარებით, ეკა მათიაშვილმა სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. სარჩელი შეტანილი იყო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე უშუალოდ ოთარ გვენეტაძის წინააღმდეგ. მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 000 ლარის გადახდას მოითხოვდა.

საიამ, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაცია გამართა / 2011-04-29 07:48:15

ახალი ამბები

 

28 აპრილს 12:00 საათზე სასტუმრორედისონშისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტისანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოშიფარგლებში გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა შეეხებოდა 2008-2010 წლებში საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით. კვლევის სახელწოდებააინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციებიდა მასში ასახულია სასამართლო ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები საარჩევნო გარემოს სრულყოფასთან დაკავშირებით / 2011-05-02 12:57:14

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ახალი თაობაახალი ინიციატივა _ აკვირდება საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე მომუშავე მრავალპარტიული ჯგუფის მოლაპარაკების პროცესს. წარმოგიდგენთ ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ მოსაზრებებს.

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების უფლებრივი მდგომარეობა უარესდება / 2011-05-06 10:35:53

ახალი ამბები

5 მაისს, საქართველოს პარლამენტმა, მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. უპირველეს ყოვლისა, გვსურს განსაკუთრებული წუხილი გამოვხატოთ კანონპროექტის განხილვის დაჩქარებულ ტემპებთან დაკავშირებით, რამაც საკითხით დაინტერესებულ პირთა წრეს მოუსპო საშუალება ჩართულიყო პროცესებში და ინიციატორებისთვის წარედგინა საკუთარი შეხედულებები მასთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონპროექტით მნიშვნელოვნად უარესდება საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მდგომარეობა და საფრთხის ქვეშ დგება მათი შრომითი გარანტიების არსებობა. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შეეხება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირების სამსახურში აღდგენისა და განაცდურის მიღების საკითხებს, კერძოდ:

საია პოლიციის მიერ ადამიანის შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ჩატარების უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს / 2011-05-09 08:30:21

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოქალაქე დავით შუბლაძის სახელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საია საკონსტიტუციო სასამართლოსაგან ითხოვს “პოლიციის შესახებ” კანონის მე-91 (შეჩერება და ზედაპირული შემოწმება) მუხლის ძალადაკარგულად ცნობას მისი კონსტიტუციის მე-18 (თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) მუხლებთან წინააღმდეგობის გამო.

2010 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ”პოლიციის შესახებ” კანონს დაამატა მე-91 მუხლი. აღნიშნული ნორმა პოლიციის თანამშრომელს უფლებას ანიჭებს დანაშაულის ჩადენის თაობაზე გონივრული ეჭვის საფუძველზე გააჩეროს ადამიანი, ჩაუტაროს მას ზედაპირული შემოწმება თუ პოლიციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წარმოიშობა გონივრული ეჭვი.

“პოლიციის შესახებ” კანონში აღნიშნული დამატების შეტანასთან დაკავშირებით საიამ პარლამენტს გადაუგზავნა შენიშვნები. საია აღნიშნავდა, რომ წარმოდგენილი ცვლილებით ზედაპირული შემოწმება არ იყო ადამიანის შეჩერების თანმდევი აუცილებელი შედეგი. პოლიციელს ეძლევა ადამიანის გაჩერების შესაძლებლობა, ისე, რომ არ ჩაუტაროს მას ზედაპირული შემოწმება. ამ შემთხვევაში კანონი იმდენად ბუნდოვანია, რომ არ იძლევა იმ მიზნის წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას, თუ რატომ აჩერებს პოლიციელი ადამიანს.

საიასა და სტუდია „მონიტორის“ საჩივრის შედეგად კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „რუსთავი 2“ დააჯარიმა / 2011-05-11 19:17:50

ახალი ამბები

"სტუდია მონიტორი" 2009-2010 წლების განმავლობაში ახორციელებდა მონიტორინგს ტელეკომპანიების "რუსთავი 2" და "იმედის" მიერ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისათვის დადგენილი წესების  დაცვაზე. მონიტორინგისას გამოვლენილი  დარღვევების  თაობაზე  ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.  კომისიის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტელეკომპანიებს სანქციის სახით მიეცათ გაფრთხილება რეკლამის განთავსების  წესების დარღვევის გამო.

2011 წლის 7 მარტს "სტუდია მონიტორმა" განმეორებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ამჯერად მიმართვის  საფუძველი გახდა:

1.    ლიცენზიის მფლობელების მიერ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის დარღვევა, ანუ ახალი ამბების, რომელთა ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია რეკლამით შეწყვეტის შესახებ;
2.    საქართველოს კანონის "მაუწყებლობის შესახებ" 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად ახალი ამბების რეკლამის შეწყვეტა დასაშვებია არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით;
3.    საქართველოს კანონის "მაუწყებლობის შესახებ" 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა, ანუ საბავშვო გადაცემების გაშვებისას რეკლამის წესების დარღვევა.