გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე. კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე. კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:- უზრუნველყოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივნის ფუნქციების შესრულება, რაც გულისხმობს პერმანენტულ კონტაქტს საქართველოს პარლამენტთან, მის კომიტეტებთან და აპარატთან, შესაბამის სამინისტროებთან, მზადების პროცესში მყოფი საკანონმდებლო ინიციატივების დროული აღმოჩენის, პროცესის საზოგადოებისთვის გახსნილობის და საია-ს მხრიდან დროული რეაგირების უზრუნველსაყოფად;
- თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოს მოპოვებული მასალების მიწოდება საია-ს შესაბამისი თანამშრომლებისთვის/წევრებისთვის რეაგირების მიზნით, ამ რეაგირების დროულობის კონტროლი და ადრესატამდე მიტანა, ასევე განხილვებზე შესაბამისი თანამშრომლების/წევრების დასწრება;
- საჭიროებისამებრ დახმარება გაუწიოს დამქირავებელს ასოციაციაში საქართველოს პარლამენტის მიერ ექსპერტიზისათვის მოწოდებულ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებაში თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად;
- საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება.
- განახორციელოს ყოველთვიური ანგარიშგება გაწეულ საქმიანობაზე და წარმოადგინოს მომავალი თვის გეგმა;
- ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სხვა საქმიანობის განხორციელება დამქირავებლის დავალებით.
შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ:
- იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს.
მონაწილეობის პირობები :
- შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისგან შემდგარ გუნდს;
- გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით 2011 წლის 24-26 ივნისს, თბილისში, ორგანიზებას უკეთებს ტრენინგს ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით.
ტრენინგი მიზანად ისახავს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა იურისტების უკეთ გაცნობირებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში.
ტრენინგი შეეხება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტურ საკითხებს, ასევე ინსტიტუციურ მექანიზმებს. განსაკუთრებით გაესმება ხაზი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
ტრენინგი მიზანად ისახავს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა იურისტების უკეთ გაცნობირებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში.
ტრენინგი შეეხება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტურ საკითხებს, ასევე ინსტიტუციურ მექანიზმებს. განსაკუთრებით ხაზი გაესმება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
ტრენინგი ორდღიანია და ჩატარდება ქ.ბათუმში 2012 წლის 17-18 მარტს დილის 10:00სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე. მასში მონაწილება შეუძლიათ მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს.
ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეების ინფორმირებულობას“ (GMEDIA) ფარგლებში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მასთან არსებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც ქართული სამოქალაქო საზოგადოების ანალიზსა და სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროექტი საჯარო დისკუსიების პლატფორმის ფორმით განხორციელდება, სადაც მონაწილეების მყარი ჯგუფისთვის გაიმართება ლექციებისა და დისკუსიების ციკლი პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში, ასევე ფილოსოფიასა და სამართალში. ლექციების მიზანია თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში არსებული ალტერნატიული დისკურსების გააზრება და მათი პარადიგმიდან ქართული სამოქალაქო საზოგადოების ანალიზი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 დისკუსია, რომელიც გაიმართება კვირაში ერთხელ, შაბათ საღამოს. ლექციებს შესაბამისი დარგის სპეციალისტები წაიკითხავენ.
პროექტის მიმდინარეობისას ჯგუფის წევრებს მოუწევთ თეორიული და პრაქტიკული ხასიათის სამუშაოების ჩატარება, მათ შორის, კონკრეტული სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება და ლექციის თემატიკასთან დაკავშირებით მოკლე ანალიზის მომზადება. პროექტის დასრულების შემდეგ საია ხელს შეუწყობს დაინტერესებული მონაწილეების სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებას.
საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით 2012 წლის 25-27 მარტს, თბილისში, ორგანიზებას უკეთებს ტრენინგს ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით.
ტრენინგი მიზნად ისახავს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა იურისტების უკეთ გაცნობირებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში.
ტრენინგი შეეხება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტურ საკითხებს, ასევე ინსტიტუციურ მექანიზმებს. განსაკუთრებით გაესმება ხაზი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
ტრენინგის ენას წარმოადგენს ქართული და მისი ხანგრძლივობაა 3 დღე. ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.
წარმატებული მონაწილეები მიიღებენ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატს.
ტრენინგი ორდღიანია და ჩატარდება ყვარელში 2012 წლის 24-25 მარტს დილის 10:00 სთ-დან საღამოს ჴ 18:00 სთ-მდე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს.
ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.