სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის დამკვირვებელ ორგანიზაციათა პირველადი შეფასება / 2013-05-17 07:43:43

ახალი ამბები

17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ჩატარების უზრუნველყოფა სახელმწიფომ ვერ შეძლო, რითაც აქციის მონაწილეების მიმართ დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. 

სტრატეგია, რომელიც პოლიციამ აქციის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავა, კონტრდემონსტრანტების ოდენობის, მათი უკონტროლო ქცევისა და რისკების გათვალისწინებით არ იყო ადეკვატური და ეფექტური.

 

საიამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინა / 2013-05-22 06:40:07

ახალი ამბები

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელსიც უმნიშვნელოვანესია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდისა და სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის პროცესში.

 

შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, პროცედურები გახდა უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული. საბჭოში არამოსამართლე წევრების კანდიდატურების საქართველოს პარლამენტისათვის  წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. 

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვა დონორი ორგანიზაციების მიმართ / 2013-05-23 10:11:35

ახალი ამბები

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილების პრეცენდენტი მნიშვნელოვნად აფართოებს საქართველოს განვითარების პერსპექტივას. ის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის წინსვლისთვის, თუმცა - არა საკმარისი. ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აქტიური, ჯანსაღი და რაციონალური ურთიერთობის დამყარებას.

არასათავრობო ორგანიზაციები 17 მაისის მოვლენებთან კავშირში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან / 2013-05-23 10:17:44

ახალი ამბები

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს ბრალი წაუყენეს. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). 

საია პატიმარ ლ.კ-ს გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება / 2013-05-24 05:59:28

ახალი ამბები

საია შეშფოთებას გამოთქვამს პატიმარ ლ.კ-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. 

როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ამა წლის 12 მაისს  მსჯავრდებული სხეულის დაზიანებებითა და ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობით გეგუთის #14 დაწესებულიდან გადაიყვანეს  ზ. ცხაკაიას სახელობის, ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, სადაც იგი 23 მაისს გარდაიცვალა. 

არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადება 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით / 2013-05-24 11:00:50

ახალი ამბები

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით რა 2013 წლის 17 მაისს თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ კონსტიტუციური თანასწორობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე, მსგავსი სამწუხარო მოვლენების გამომწვევ მიზეზებზე და მათ თანმდევ უარყოფით შედეგებზე.    

საია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს / 2013-05-28 06:54:11

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესწავლის და შეფასების მიზნით საიას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. ფაქტების შესწავლის შემდგომ, საზოგადოების (განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის) დაინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ საკითხზე საჯარო განცხადების გავრცელება. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით / 2013-05-30 08:45:53

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტი განიხილავს პარლამენტის წევრ კობა დავითაშვილის ინიციატივას „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში ცვლილებების  შეტანის თაობაზე, რომლის მთავარი მიზანი პროკურატურის სისტემის რეფორმირებაა. 

  უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც რეფორმის ფარგლებში უნდა იქნეს მიღწეული, პროკურატურის პოლიტიკური ნეიტრალურობის უზრუნველყოფაა. ამ თვალსაზრისით, იუსტიციის მინისტრისათვის სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოშორება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისი. პროკურატურის მიუკერძოებელი საქმიანობის მნიშვნელოვანი გარანტია იქნებოდა:

კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” პროექტის დირექტორის თანამდებობაზე / 2013-05-31 05:28:54

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” პროექტის დირექტორის თანამდებობაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში რელიგიურ ნიადაგზე არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით / 2013-06-03 02:20:01

ახალი ამბები

გვსურს, გამოვეხმაუროთ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შემთხვევებს, რომლის დროსაც უხეშად დაირღვა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის კონსტიტუციით დაცული რელიგიის თავისუფლება. აღსანიშნავია, რომ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ აკვირდებოდნენ 31 მაისს სოფელ სამთაწყაროში მიმდინარე პროცესებს და წინამდებარე განცხადებაში წარმოდგენილი ფაქტები და შეფასებები სწორედ ჩვენი მონიტორინგის შედეგებს ეფუძნება.