გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის განცხადებას, რომელიც ეხება სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით. პრემიერ მინისტრის განმარტებით, „საბიუჯეტო სახსრების შემცირება პირველ რიგში შეეხება საჯარო დაწესებულებების ადმინისტრაციულ ხარჯებს, თუმცა ზოგიერთ ნაწილში შტატების ოპტიმიზაცია მაინც იქნება.“