სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მთავრობის უარს საია სასამართლოში გაასაჩივრებს / 2014-05-08 15:01:14

ახალი ამბები

2014 წლის 11 აპრილს საქართველოს მთავრობაში წარდგენილი იქნა მოქალაქეების კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის იმ გადაწყვეტილების ბათილობა იქნა მოთხოვნილი, რის საფუძველზეც შპს „RMG Gold”-მა საყდრისი ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიიღო. 2014 წლის 7 მაისს საჩვირის ავტორებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან მიიღეს შეტყობინება, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, თითქოსდა საჩივარი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ.

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი აქვეყნებს გზამკვლევს „მედია და არჩევნები 2014“ / 2014-05-09 00:19:02

ახალი ამბები

გზამკვლევი დაეხმარება ჟურნალისტებს და მედიასაშუალებებს მიიღონ დეტალური ინფორმაცია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების წესების შესახებ. ,,მედია და არჩევნები 2014’’ შეიცავს ინფორმაციას:

·         საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მედიის ვალდებულებების შესახებ;

·         მედიის უფლებების შესახებ, რომელთა ცოდნაც ხელს შეუწყობს ჟურნალისტებს არჩევნების ეფექტურად და თავისუფლად გაშუქებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი შეფასება ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით / 2014-05-10 12:29:07

ახალი ამბები

8 მაისს ძალაში შევიდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მიზანია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.“ მისასალმებელია, რომ ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გამოიჩინეს მტკიცე ნება და მადისკრიმინირებელი ნიშნების ჩამონათვალში, სხვა შიდა საკანონმდებლო აქტების მსგავსად, მიუთითეს „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“. კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის უზრუნველსაყოფად აუცილებელია გამონაკლისების გამორიცხვა, თანასწორობის უფლების უზრუნველყოფა  ყველასთვის და არა მხოლოდ ცალკეული სოციალური ჯგუფებისათვის.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება მინისტრ დავით დარახველიძის ჰომოფობიური შეფასებების გამო / 2014-05-12 18:02:02

ახალი ამბები

 ჩვენ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძის ჰომოფობიური შეფასებები, რომელიც მან გაზეთ "ვერსიასთან" 9 მაისს მიცემულ ინტერვიუში  გააკეთა.

საიას სამართლებრივი შეფასება ,,რუსთავი 2''-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ კითხვებზე / 2014-05-13 12:56:43

ახალი ამბები

როგორც ცნობილია, 2014 წლის 6 მაისს ,,რუსთავი 2’’-მა ტელეკომპანიაში ფარული აუდიო-ვიზუალური თვალთვალის ამსახველი კადრები გაავრცელა. ამავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არხის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერები შსს-ს წარმომადგენლებმა მიაწოდეს. 

2014 წლის 7 მაისს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ  ,,რუსთავი 2’’-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა).

კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციების განცხადება / 2014-05-13 13:51:02

ახალი ამბები

უკვე რამდენიმე წელია, რაც სამოქალაქო საზოგადოება საუბრობს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მხრივ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და ამ მიმართულებით რეფორმის გატარების აუცილებლობაზე. ერთი წლის წინ, სამოქალაქო სექტორის წამომადგენლები საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით შევიდნენ, თუმცა ამ ცვლილებების მიღებას ძალოვანი უწყებების მხრიდან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა და შესაბამისად პროცესის გაჭიანურება მოჰყვა.

საქართველოს სახელმწიფომ გ. გამცემლიძის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა / 2014-05-14 15:26:39

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2010 წლის 10 მარტს გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრების სახელით (გ.გამცემლიძის დედა, მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები)  საჩივრით „გამცემლიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საჩივარი შეეხებოდა 2008 წლის 8 მაისს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ გიორგი გამცემლიძის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით / 2014-05-14 16:10:03

ახალი ამბები

2014 წლის 25 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF) გამოვეხმაურეთ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით / 2014-05-17 10:24:24

ახალი ამბები

2013 წლის 17 მაისი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ჩვენს სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (აიდაჰო) დაკავშირებით დაგეგმილი აქციის საწინააღმდეგოდ, სასულიერო პირებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კონტრდემონსტრაციამ მასშტაბური  ძალადობის სახე მიიღო. ამით, ის კონფლიქტში შევიდა არსებულ სამართლებრივ წესრიგსა და ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საჯარო-პოლიტიკური სივრცის სეკულარიზაციისა და ადამიანების, როგორც უმაღლესი ფასეულობის თავისუფლების, ღირსებისა და თანასწორობის დაცვის იდეებს ეფუძნება.

ცესკომ საიას მიერ წარდგენილი განცხადება თბილისის მერიის მხრიდან სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ დააკამყოფილა / 2014-05-17 21:27:01

ახალი ამბები

2014 წლის 16 მაისს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საიას მიერ წარდგენილი განცხადება განიხილა, რომელიც  თბილისის მერიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს ეხებოდა. ზეპირი მოსმენის შედეგად ცესკომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხდება დააკმაყოფილა. ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტზე, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად სამართალდამრღვევ პირთა მიმართ შესაბამის სანქციას  ითვალისწინებს.