სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია საქართველოს ხელისუფლებას იური ვაზაგაშვილის საქმის სწრაფი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიებისაკენ მოუწოდებს / 2015-01-21 14:59:28

ახალი ამბები

2015 წლის 20 იანვარს, შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებულია და გამოხატავს ღრმა მწუხარებას  მომხდართან დაკავშირებით; საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ ფაქტის სწრაფი, ყოველმხრივი და მიუკერძოებელი გამოძიება; ასევე უზრუნველყოს 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე 2012 წელს განახლებული გამოძიების ეფექტურობა, დამნაშავეთა დროულად გამოვლენა და გასამართლება.

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, გახმაურებული საქმეების შესასწავლად კომისია შექმნას / 2015-01-26 12:30:00

ახალი ამბები

რამდენიმე დღის წინ საზოგადოება შეძრა 2006 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებამ შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად. არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება შუღლის გაღვივების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით / 2015-01-26 14:47:21

ახალი ამბები

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში შსს) მიერ მომზადებული, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის, 2391-ე მუხლი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისა და კრიტიკული აზრის ჩახშობის საფრთხეს. აღნიშნული ნორმით, დასჯადად ცხადდება მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ე.ი. „ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით”.

საბოლოო ანგარიშის წარდგენა ქალთა შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ / 2015-01-27 12:00:00

ახალი ამბები

2015 წლის 27 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ერთობლივი პროექტის - „ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გენდერული ძალადობის დასამარცხებლად“  საბოლოო ანგარიში წარადგინა. 

საიამ ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის საქმეზე ევროპულ სასამართლოს მიმართა / 2015-01-27 10:31:45

ახალი ამბები

2015 წლის 23 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან -  ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) და   პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - თანამშრომლობით სალომე ჯორბენაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  მიმართა. 19 წლის სალომე ჯორბენაძე, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მდებარე პარკში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი ყოფილი ქმარი, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი, სერგი საცერაძეა, რომელმაც სალომე სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა. 

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ტენდერში საკანცელარიო ნივთების შეძენაზე / 2015-01-30 16:56:00

ახალი ამბები

 საია გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ტენდერში საკანცელარიო ნივთების შეძენაზე  
 

დამატებიტი ინფორმაცია იხილეთ დანართში

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად კარტრიჯების შესყიდვის/დამუხტვის მომსახურების შეძენაზე / 2015-01-30 16:40:51

ახალი ამბები

საია გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად კარტრიჯების შესყიდვის/დამუხტვის მომსახურების შეძენაზე 
 

დამატებიტი ინფორმაცია იხილეთ დანართში

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს ნორმას, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სამსახურის უფროსის უსაფუძვლო გათავისუფლებას ითვალისწინებს / 2015-01-30 11:02:55

ახალი ამბები

საია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველ და მეოთხე ნაწილებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. აღნიშნული ნორმები,  ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევის შემდეგ სამსახურის უფროსებისათვის უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას, და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, კვალიფიკაციის და გამოცდილების გაუთვალისწინებლად მოქალაქის დანიშვნის, ასევე აღნიშნული პირის ნებისმიერ დროს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას.

„დაცული არჩევანი – ეფექტური თვითმმართველობის გარანტი“ / 2015-01-30 14:07:54

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაცია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან ერთად ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს: „დაცული არჩევანი – ეფექტური თვითმმართველობის გარანტი“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების შედეგად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობის ეფექტური გარანტიების შექმნას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას.

საიამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ჩატარებული გასაუბრების პროცესის პირველადი შეფასება განახორციელა / 2015-02-02 10:18:16

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ატესტაციებისა და კონკურსების მიმდინარე გასაუბრების ეტაპის დაკვირდება  განახორციელა. 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საია მისი წარმომადგენლების მეშვეობით ცხრა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმართულ გასაუბრების ეტაპს დააკვირდა.