სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით / 2015-02-04 14:33:44

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში გეგმავს მეორე მოსმენით განიხილოს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის ავტორია უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი, ხოლო ინიციატორი  - საქართველოს პარლამენტის წევრი  ირაკლი სესიაშვილი. აღნიშნულმა კანონმა უნდა ჩაანაცვლოს დაახლოებით 20 წლის წინ, 1996 წელს მიღებული მისი წინამორბედი საკანონმდებლო აქტი.  კანონპროექტის წარმოდგენილი ვერსია ძირითადად იმეორებს მოქმედ კანონში არსებულ დებულებებსა და სტრუქტურას, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გააჩნია არაერთი ხარვეზი, რომლის დახვეწის გარეშეც მისი მიღება გაუმართლებლად მიგვაჩნია.

საიას განცხადება „პანორამა თბილისის“ პროექტზე / 2015-02-04 18:18:25

ახალი ამბები

ბოლო დროს აქტუალური გახდა „პანორამა თბილისის“ პროექტი, რომლის განხორციელებაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში -  სოლოლაკის ქედზე, თავისუფლების და ერეკლეს მოედნების ტერიტორიაზე იგეგმება.
მიუხედავად არაერთი სატელევიზიო ეთერის, სიუჟეტისა, თუ შეხვედრა-დისკუსიისა, თემისადმი კვლავაც დიდია საზოგადოების ინტერესი. აღნიშნული პროექტისადმი უაღრესად დიდი ინტერესის ერთ-ერთ დამადასტურებელ გარემოებად ისიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტისადმი მომზადებულ პეტიციას 16 ორგანიზაცია და 3900-ზე მეტი ადამიანი შეურთდა. ხელმომწერთა რაოდენება კვლავაც იზრდება.
 

ხშირად დასმული შეკითხვები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე, ანუ ვისია საია? / 2015-02-04 19:51:38

ახალი ამბები

საქმემან შენმან წარმოგაჩინოს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პირველად 10 წლის წინ მივედი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
მაშინ საია იყო თითქმის ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ახალგაზრდა, დამწყებ იურისტს შეეძლო ესარგებლა პროფესიული ბიბლიოთეკით, მოესმინა ჯანსაღი დებატები სამართლებრივ საკითხებზე და მიეღო განათლება ისეთი ცნებების შესახებ, რაც ლამის ყოველდღიურად გვესმის დღეს, მაგრამ მაშინ იმდენად უცხო იყო, რომ უხეშადაც კი ხვდებოდა ყურს - დემოკრატიული მმართველობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება...
 

საია აცხადებს კონკურსს ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე / 2015-02-05 11:16:47

ახალი ამბები

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
•    პროფესიული კვალიფიკაცია - CPA/ACCA/CFA/ და/ან MBA;
•    ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
•    ფინანსურ მენეჯერად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
•    უცხოურ დონორებთან  და საგრანტო პროექტზებზე მუშაობის გამოცდილება;
•    კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა.
 

საიას იანვრის თვის წარმატებული საქმეები / 2015-02-09 11:00:29

ახალი ამბები

საიას დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სასარგებლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურების ხარჯის და სარჩოს გადახდა დაეკისრა
საია სასამართლოში იცავდა ი. გ-ს ინტერესებს. მან სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ავტოავარიის შედეგად მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება და სხვადასხვა დროს ჩაუტარდა  სხვადასხვა სახის არაერთი ოპერაცია. დღეისათვის მას სისტემატურად სჭირდება სამედიცინო მომვლელი. 2011 წელს ი.გ.-მა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამედიცინო მომვლელისა და ყოველთვიური სარჩოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დაკისრება. საიას მოსაზრებით სამინისტრო იყო პასუხისმგებელი საბოლოო ჯამში იმ პერიოდისათვის სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. 
 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ლოგოს დიზაინის შექმნაზე/განახლებაზე / 2015-02-10 17:42:40

ახალი ამბები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.
საკონკურსო საგნის ტექნიკური მახასიათებლები:
•    ლოგო უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი;
•    უნდა ასახავდეს ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკას (ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.gyla.ge);;
•    მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი მისი განთავსება ორგანიზაციის ნებისმიერ პოლიგრაფიულ თუ ბრენდულ პროდუქციაზე (ბეჭდვითი მასალა, ბანერი, სავიზიტო ბარათი, სატიტულო ბლანკი, ვებ-გვერდი, კალამი, მაისური და ა.შ.);
•    უნდა იყოს პოზიტიური და ვიზუალურად მიმზიდველი;
•    არ უნდა იწვევდეს სხვა ლოგოსთან (ან ლოგოებთან) მსგავსების ასოციაციას.
 

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა პროექტის -“სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” პრეზენტაცია გამართა / 2015-02-13 13:00:00

ახალი ამბები

2015 წლის 13 თებერვალს, საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში  პროექტის -“სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა”  პრეზენტაცია გამართა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს / 2015-02-13 10:22:33

ახალი ამბები

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2014 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს.

სამოქალაქო განათლების ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები / 2015-02-17 12:27:44

ახალი ამბები

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას სამოქალაქო განათლების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე.

საიას განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით / 2015-02-18 10:50:38

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძის დასახელებას. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე (1998-1999 წწ).