2009 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საიას იურიდიული დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ იქნა 19 228 იურიდიული კონსულტაცია (მათ შორის 12 064 პირადი და 7 164 სატელეფონო). აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ცენტრის ადვოკატებმა და კონსულტანტებმა 718 სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტი შეუდგინეს მოქალაქეებს.
26 სექტემბერს, დილის 5 საათზე, ხაშურში ავტოკატასტროფა მოხდა. მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის 25 წლის ადვოკატი გენო ქარცივაძე და მისი მეგობარი ზვიად სურმანიძე თბილისში მოსამართლის გამოცდის ჩასაბარებლად მიდიოდნენ. მათთან ერთად გენოს თანამშრომელი გია და მეოთხეკლასელი გოგონა - გენოს ბიძაშვილი მგზავრობდნენ.