სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია წინასაარჩევნო მონიტორინგს იწყებს: მიმართვა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს / 2016-06-21 19:50:59

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნების დღიდან აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მონიტორინგის პროცესში. საიას სადამკვირვებლო მისია მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პროცესების, ისე არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პროცედურების მონიტორინგს.

საია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხმიანება / 2016-06-22 13:12:48

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტი დაჩქრებული წესით განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე,“ რომლის ინიციატორია - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის მიზანს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და აღნიშნული ინსტიტუტის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.

კონკურსი კვლევის მომზადების თაობაზე / 2016-06-23 10:26:13

ტენდერები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს კვლევის მომზადების თაობაზე. საკვლევ საგანს წარმოადგენს: ქალთა საკუთრების უფლება სხვადასხვა ქვეყნებში -  საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა და შედარებით ანალიზი.  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს ვიდეო რგოლის მომზადებაზე / 2016-06-23 10:47:39

ტენდერები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს შემდეგი თემატიკის ვიდეო რგოლის მომზადებაზე:

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება მაგდა პაპიძის საქმის სასამართლო განხილვას / 2016-06-24 11:58:53

ახალი ამბები

კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიაჩნია, რომ მაგდა პაპიძის საქმის სასამართლო განხილვის პროცესში არაერთხელ დაირღვა ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. განსაკუთრებით უხეშად აღნიშნული უფლება დაარღვია პროკურატურამ. ასევე, საქმის სასამართლო განხილვა რიგი პროცესუალური დარღვევებით წარიმართა. ყოველივე აღნიშნული შესაძლოა უარყოფითად აისახოს საქმის სამართლიან სასამართლო განხილვაზე. 

კოალიციის განცხადება სისხლის სამართლის პროცესში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე / 2016-06-24 21:44:47

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე,“ რომლის ინიციატორია - საქართველოს მთავრობა.  კანონპროექტის მიზანია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და აღნიშნული ინსტიტუტის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოსამართლეთა კონკურსს აფასებს / 2016-07-04 10:50:47

ახალი ამბები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს. 

მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო... / 2016-07-06 18:26:13

ბლოგი

პ.ს. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ბლოგი არ ეხება მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილ დანაშაულს და არც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს. ეს ბლოგი საზოგადოებაზეა, პაპიძის დანაშაულობის მიღმა არსებულ საზოგადოებაზე, რომელმაც სასამართლო პროცესების დაწყებამდე და მტკიცებულებების გამოკვლევამდე გამოიტანა განაჩენი. 

საიამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდოდ კანონის დარღვევით მონაწილეობის ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. / 2016-07-07 10:05:38

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 9 ივნისს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუს“-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თევდორე კობახიძის ინიციატივით, „ვაკის სკოლების პედაგოგებს უფასო დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდებათ.“[1] აღნიშნული ფაქტის დეტალურად შესწავლის მიზნით,  განცხადებით მივმართეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს[2] და გამოვითხოვეთ ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების ინიციატივისა და ბიუჯეტის შესახებ.

 


[1] http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/383596-thedo-kobakhidzis-iniciativith-vakis-skolebis-pedagogebs-ufaso-diagnostikuri-kvlevebi-chautardebath.html?ar=A

[2] დანართი №2

საიას კვლევის „ავტომობილით დედამიწის გარშემო“ პრეზენტაცია / 2016-07-08 15:49:57

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2016 წლის 8 ივლისს მედიისათვის კვლევის „ავტომობილით დედამიწის გარშემო“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და აღნიშნულ რეგიონში არსებული თვითმმართველობების მიერ (გარდა ყაზბეგისა)  2015 წლის განმავლობაში სამსახურებრივი მიზნებისათვის მოხმარებული საწვავის რაოდენობის შესახებ. კვლევის შედეგების თანახმად ცნობილი გახდა, რომ: