1. საიას დახმარებით საავტორო უფლებებთან დაკავშირებული დავა ჩვენი ბენეფიციარის სასარგებლოდ დასრულდა
1. საიას დახმარებით საავტორო უფლებებთან დაკავშირებული დავა ჩვენი ბენეფიციარის სასარგებლოდ დასრულდა
კოალიცია უაღრესად შეშფოთებულია იმ საშიში პრეცენდენტით, რომელიც იქმნება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით რუსთავი 2-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია მედიის მიერ საკითხების გაშუქების მართებულობასა და მედიის ობიქტურ მუშაობაზე. საკითხების ობიექტური გაშუქება სარედაქციო გადაწყვეტილებების, თვირთრეგულირების ნაწილია, ცენზურა დაუშვებელია და ამგვარი რეგულირება ქმნის საშიშ რისკებს მედიის როგორც ინსტიტუციის ფუნქციონირებისთვის.
საია უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს 8 ნოემბერს ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. საია მოუწოდებს პროკურატურას სწრაფად, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა და პასუხისგებაში მისცეს ყველა შესაბამისი პირი. გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატი გიორგი მდინარაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის V განყოფილების შენობაში არასრულწლოვანის ინტერესების დასაცავად იმყოფებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წლის 31 ოქტომბერს მარტვილსა და საგარეჯოში საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს დააკვირდა. საიას ოცამდე დამკვირვებელმა კენჭისყრის დღის დაკვირვება განახორციელა როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყო წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე.
მიმდინარე წლის 12-19 მარტს საქართველოში იმყოფებოდა წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი ბატონი ხუან მენდესი. ვიზიტის მიზანი იყო წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხებში ქვეყანაში არსებული მდოგმარეობის და განხორციელებული ცვლილებების შეფასება. ვიზიტის ფარგლებში ბატონი მენდესი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ქ. გორში სამართალდამცავთა მხრიდან მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევის ფაქტს, რასაც არ გააჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებას.მოვლენათა ქრონოლოგია, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ გორის ოფისის წარმომადგენლებმა ქალაქ გორის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობის აქცია დაიწყეს. „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ასევე შიმშილობენ ქ. თბილისში საარჩევნო სისტემის შეცვლისა და არჩევნებში მონაწილე მინისტრების გათავისუფლების მოთხოვნით.
12 ნოემბერს ფონდი “ ღია საზოგადოება- საქართველოს“ ორგანიზებით ხუთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წერილობით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. მიმართვას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, (საია), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი და წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.
უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2015 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში შვიდი მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის შესახებ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი არა თუ არ ამაღლებს საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ, პირიქით - კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც საბჭოს მოქმედების მიზნებსა და მოტივებს, ასევე ზოგადად სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების წარმატებას.
პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროკურატურის სისტემის რეფორმა.