ნაცრისფერი ძველი საბჭოური კორპუსები, ზოგიერთი სახლი უსიცოცხლო, რაღაცნაირი ჩამუქებული ქუჩები, მწვანე კარავი ძველებური ღუმელით, დაღონებული ადამიანები და მძიმე ოხვრა- ის რაც პირველი თვალში მომხვდა ტყიბულში ადგილზე ჩასულს.
ნაცრისფერი ძველი საბჭოური კორპუსები, ზოგიერთი სახლი უსიცოცხლო, რაღაცნაირი ჩამუქებული ქუჩები, მწვანე კარავი ძველებური ღუმელით, დაღონებული ადამიანები და მძიმე ოხვრა- ის რაც პირველი თვალში მომხვდა ტყიბულში ადგილზე ჩასულს.
საიას დახმარებით დევნილმა მოქალაქემ აფხაზეთში არსებული ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას დავა მოუგო.
2015 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი.
კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ სურს გამოეხმაუროს საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და 2016 წლის 29 თებერვალს, თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან იუსტიციის მინისტრის მიერ შემოთავაზებულ შესაძლო გარიგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობის სანაცვლოდ მინისტრი მას და საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლეს ვენეციის კომისიაში წევრობის გაგრძელებას პირდებოდა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა მიშველაძემ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოთხოვნილია ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,,პირველი სტუდიის“ გაუქმების შესახებ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობა, ეკა მიშველაძის სამსახურში აღდგენა და სხვა თანმდევი მოთხოვნები. ასევე, ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დისკრიმინაციული ქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. ეკა მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.
2016 წლის 10 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.
გვსურს გამოვეხმაუროთ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აღვნიშნოთ შემდეგი:
2016 წლის 07 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა „საგზაო მოძრაობის შესახებ“საქართველოს კანონსა და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში ინიცირებული ცვლილებები.
მოგმართავთ 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.
ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნივერსიტეტის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ეფექტური ზომების მიღებისა და შეკრების თავისუფლების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებენ.