სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად უნდა გაითვალისწინოს / 2017-06-14 16:52:00

ახალი ამბები

ა/წ 16 ივნისს ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე საბოლოო დასკვნას დაამტკიცებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არაერთხელ გაცხადებული პოზიციის თანახმად, ხელისუფლება მზად არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინოს. მიუხედავად ამისა, კომისიის წინასწარი დასკვნიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის რიგი დეპუტატების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ვენეციის კომისიის გარკვეულ რეკომენდაციებს ისინი არ იზიარებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივ მაუწყებელზე წითელი ზონასა და ინტერVIEW-ს დახურვის ფაქტებს ეხმიანებიან / 2017-06-15 16:49:10

ახალი ამბები

ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც მიმდინარე წლის ივლისის თვიდან  და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სატელევიზიო პროექტების - „წითელი ზონა“ და„ინტერVIEW“ დახურვას უკავშირდება. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ „რადიო თავისუფლების“ გადაცემების დახურვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკის გაქრობის ინტერესს შეიძლება უკავშირდებოდეს და აჩენს ეჭვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვის პოლიტიკურ დაინტერესებულობასთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვენ / 2017-06-19 18:08:48

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 17 ივნისს, საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე,[1]ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი აპირებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების უმოკლეს ვადაში ინიცირებას.

 


[1] იხილეთ სხდომის ტარნსლაცია, მეორე არხი, შაბათი, 17 ივნისი,  17:30წთ.

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია / 2017-06-20 10:42:28

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც  შპს ,შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს” ავტორიზაცია გაუუქმდა[1].

 


[1] http://eqe.gov.ge/res/docs/Oqmi_N10_25.12.2015.PDF;

  http://eqe.gov.ge/res/docs/Oqmi_6_04.09.2015.PDF

  http://eqe.gov.ge/res/docs/Oqmi_N1_03.02.2017.pdf

 

რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის / 2017-06-20 12:07:35

ახალი ამბები

2011 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღო, საარჩევნო კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა,რამაც ხელი შეუწყო მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას. თუმცა, გასული არჩევნების  გამოცდილებიდან გამომდინარე კვლავ რჩება პრობლემური საკითხები, რაც გასწორებას საჭიროებს. პრაქტიკამ გამოავლინა, რომ გარკვეული ნორმები არაერთგვაროვნად განიმარტება არჩევნებში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ. ამასთან, ნათლად გამოვლინდა იმის აუცილებლობა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა პასუხობდეს თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებით წარმოქმნილ გამოწვევებს. ცვლილებების განხორციელება საჭიროა საარჩევნო დავების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, აგიტაციის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა და სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ / 2017-06-20 13:43:06

ახალი ამბები

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები.

საარჩევნო სისტემაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მიუღებელია / 2017-06-21 12:09:36

ახალი ამბები

19 ივნისს ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო სისტემა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე შემცირდება. ამავე დროს, ძალაში დარჩება გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკების გაუქმების შესახებ.  

საია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს / 2017-06-22 11:45:47

ახალი ამბები

საია-მ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.

საიამ საქართველოს პარლამენტს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით 2 საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა / 2017-06-22 17:11:46

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (შემდგომში საია) საქართველოს პარლამენტს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით 2 საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. პირველი საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს საქართველოს შრომის კოდექსით ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვრის დადგენას და შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებიდან „სხვა ობიექტური გარემოების“ ამოღებას, ხოლო მეორე საკანონმდებლო წინადადება უზრუნველყოფს სახელმწიფო პენსიის დანიშვნას პენსიაზე უფლების წარმოშობის თვიდან.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესატან ცვლილებებზე / 2017-06-26 11:48:08

ახალი ამბები

5 ივნისს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილების შეტანას საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსში“.