სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია-ე.წ კაბელების საქმეზე სასამართლომ უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა / 2016-05-16 13:20:23

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ  თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და მიიჩნევს, რომ განაჩენი არის უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი. 

საია ღია პარლამენტის 2015-2016 წლის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულების მიზნით რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტს წარადგენს / 2016-05-17 10:50:26

ახალი ამბები

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საბჭოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტს წარუდგენს, რომელიც უკავშირდება საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლის სამოქმედო გეგმაში ორგანიზაციის მიერ ინიცირებული ვალდებულებების შესრულებას. რეგლამენტის ცვლილებები განხილულია საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან და მათი რეკომენდაციები შემუშავების პროცესში არის გათვალისწინებული. 

საიამ ფემიციდის დანაშაულად აღიარებასთან მიმართებით საქართველოს პარლამენტს საკუთარი მოსაზრებები წარუდგინა / 2016-05-17 11:45:15

ახალი ამბები

საიას დასკვნა მიემართება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის მიზანს ფემიციდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარება და ამ გზით გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების პრევენცია წარმოადგენს.

პოლიტიკურად მოტივირებული „კაბელების საქმე“ / 2016-05-17 14:05:43

ბლოგი, სულხან სალაძე

2016 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. „კაბელების საქმეზე“ თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს სასჯელის სახით 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

კოალიცია თანასწორობისთვის განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით / 2016-05-17 15:34:03

ახალი ამბები

კოალიცია თანასწორობისთვის ეხმიანება 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან (IDAHO) დაკავშირებით ლგბტ თემის წევრებისა და აქტივისტებისთვის  შეკრების თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკას და სახელმწიფოს არაეფექტური და  დისკრიმინაციული პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს.

წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია... / 2016-05-18 16:48:16

ბლოგი

წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია...2016 წლის გაზაფხული პოლიტიკური თვალსაზრისით დატვირთული იყო, თუმცა ზაფხულის დადგომასთან ერთად არა მხოლოდ ჰაერის ტემპერატურა აიწევს საქართველოში, წინ პოლიტიკურადაც ცხელი ზაფხული გველოდება... წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია. 

საია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის #53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ითხოვს / 2016-05-22 14:30:46

ახალი ამბები

ზუგდიდის ოლქის 53-ე და 54-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდან მობილიზებული იყვნენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები და წარმომადგენლები (დაახლოებით 20 ადამიანი).  დაახლოებით 13:30 საათისთვის 53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შელეპარაკება მოხდა მობილიზებულ პირებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის. დაპირისპირებაში დაახლოებით რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც  ფიზიკური დაზიანება მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალების წარმომადგენლებს.  

საია მთავარ პროკურორს მოუწოდებს, პირად კონრტოლზე აიყვანოს კორცხელის 53-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება / 2016-05-22 23:44:53

ახალი ამბები

2016 წლის 22 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის, ზუგდიდისა და გლდანის ოლქებში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს. 

საია კენჭისყრის დღეს განვითარებულ მოვლენებს აფასებს / 2016-05-23 02:37:33

ახალი ამბები

2016 წლის 22 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის, ზუგდიდისა და გლდანის ოლქებში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება გახშირებულ ჰომოფობიურ დანაშაულებთან დაკავშირებით / 2016-05-23 19:18:58

ახალი ამბები

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, 2016 წლის 17 მაისამდე და მის შემდეგ პერიოდში, ლგბტ თემის წევრებისა და აქტივისტების მიმართ ჰომოფობიური ძალადობის განმეორებად და მზარდ შემთხვევებს და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ეფექტური ზომები დანაშაულის პრევენციის, უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად.