სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას ორი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა / 2016-09-30 19:23:42

ახალი ამბები

2016 წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საიას ორ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო თავდაცვის მინისტრის ის ბრძანება, რაც ითვალისწინებდა სახმელეთო ჯარების და სამხედრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში დაუსაბუთებლად გადაყვანას, რასაც 4 თვის გასვლის შემდეგ აღნიშნული მოსამსახურის გათავისუფლება მოყვებოდა. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტი (სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება).

განცხადება სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით / 2016-10-02 15:42:00

ახალი ამბები

1 ოქტომბერს სოფელ დიდინეძში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი საფრთხეს უქმნის თავისუფალ და მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ფიზიკური დაპირისპირება იწვევს პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის ესკალაციას და არჩევნების დღისთვის ძალადობრივ ფონს აყალიბებს. ყველა მხარის პასუხისმგებლობაა არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი გამწვავება არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში.

არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ მომხდარ აფეთქებას ეხმაურებიან / 2016-10-05 13:25:58

ახალი ამბები

არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 4 ოქტომბერს, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

ძალადობისა და დაპირისპირების ფაქტები / 2016-10-05 13:49:12

არჩევნები 2016

საია პარტნიორ ორგანოიზაციებთან ერთად, გამოეხმაურა კოლმეურნეობის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტს.

პარტიის ოფისის დარბევა / 2016-10-05 14:56:56

არჩევნები 2016

1 ოქტომბერს, ქუთაისში პარტია "პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის " შტაბი დაარბიეს.

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები / 2016-10-05 15:00:25

არჩევნები 2016

2016 წლის 30 სექტემბერს და 3 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამსახურიდან გაათავისუფლა ეკატერინე გაბრავა - ა(ა)იპ კულტურის ცენტრის დირექტორი და მურმან არჩილია - სენაკის მუნიციპალიტეტის ამბულატორიული მომსახურეობისა და მზრუნველობა მოკლებულთა ცენტრის დირექტორი. 

ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი / 2016-10-05 15:14:22

არჩევნები 2016

2016 წლის 6 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კარალეთში ჩატარდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - თემურ ხუბულურის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. 90 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გიგა გელაშვილმა, რომელიც “ქართული ოცნება”-ს შტაბის უფროსის მოადგილეა. ხოლო მეორე ადგილი ონისე ბუღაძემ დაიკავა, რომლის ძმა _ ლევან ბუღაძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის თანამშრომელია. პირველ ადგილზე გასულს მიეცა ფულადი ჯილდო 500 (ხუთასი) ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულს _ 300 (სამასი) ლარი.

ამომრჩევლის იძულება / 2016-10-05 15:16:16

არჩევნები 2016

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში მცხოვრები,  სოციალურად დაუცველი მანანა მინდაძე საკრებულოს დეპუტატის ილო მამალაძეს ამომრჩევლის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც მინდაძე აცხადებს, მას სოფლის დეპუტატმა იმის გამო უსაყვედურა, რომ ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრას ვერ დაესწრო და დაემუქრა, რომ თუ არ მისცემდა ხმას ქართულ ოცნებას, დახმარებას მოუხსნიდნენ.

საბიუჯეტო ცვლილებები აჭარაში / 2016-10-05 15:40:29

არჩევნები 2016

2016 წლის 27 სექტემბერს თვითმმართველი ქალაქის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო დადგენილება  „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის

ერთობლივი ეგზიტპოლი / 2016-10-05 15:41:42

არჩევნები 2016

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად რამდენიმე არასამთავრობო ორგაიზაციას აერთიანებს, ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კერძო ტელეკომპანიებთან “იმედი”, „მაესტრო“ და GDS ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიიღო.