სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს განმარტოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ინტერესთა კონფლიქტის საკითხები / 2015-09-11 18:33:19

ახალი ამბები

 კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის წერილით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, საზოგადოებრივ მაუწყებელში ინტერესთა კონფლიქტის განმარტებისა და ქცევის კოდექსის გამოყენების დამკვიდრებული პრაქტიკის თაობაზე. წერილი შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ-შოუს „პირველი სტუდია“ წამყვანის პოზიციიდან განთავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი წესების შერჩევით გამოყენების შესახებ.

საია ,,მაესტროს“ ჟურნალისტის მიმართ მუქარას და ,,ნაციონალური მოძრაობის წევრების“ დაკავებას ეხმაურება / 2015-09-16 18:03:24

ახალი ამბები

2015 წლის 15 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის ოზურგეთში ყოფნისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ქალაქის ერთ-ერთი კორპუსის ფასადზე გადმოფინეს ნაჭრის ბანერი, სადაც გაკეთებული იყო წარწერა ,,მატყუარა მთავრობა.“ აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის ოზურგეთის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მომენტალურად დააკავეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი ზონის“ წევრი ბესო ქათამაძე. დაკავებულთა განცხადებით, მათ მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაკავებულთა განცხადებით ოქმის ასლი პასუხისგებაში მიცემულ პირებს ამ დრომდე არ გადასცემიათ) ,,სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ჩადენილი განმეორებით - ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.    

 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით / 2015-09-17 15:09:54

ახალი ამბები

2015 წლის 16 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება გიორგი უგულავას სარჩელზე. განცხადებაზე ხელმომწერ ორგანიზაციებს მიზაშეწონილად მიაჩნიათ გამოეხმაურონ აღნიშნული საქმის ირგვლივ უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს.

 ბოლო ორი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, გიორგი უგულავას სარჩელის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე მერაბ ტურავას პროცესში ჩართულობისა და მონაწილეობის   შესახებ. 2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  მიერ დაანონსდა გადაწყვეტილების გამოცხადება,

კოალიციის განცხადება სასამართლო ხელისუფლების ირგვლივ უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების თაობაზე / 2015-09-21 13:15:54

ახალი ამბები

 კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შეშფოთებას გამოთქვამს უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, რომლებიც წარმოაჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან აშკარა უპატივცემლობას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.

პლატფორმაში "არა ფობიას!" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება რასობრივი შეუწყნარებლობის ფაქტებთან დაკავშირებით / 2015-09-23 14:20:55

ახალი ამბები

 21 სექტემბერს ფეისბუქ გვერდზე, სახელწოდებით Georgian Ultras, გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის ქუჩებში მშვიდობიან ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ორი ეპიზოდი. ვიდეოს ახლავს აღწერა: "ბერგმანი ზანგების წინააღმდეგ. დინამოს ხულიგნური ფირმა ხშირად აწყობს მსგავს ''გაწმენდით სამუშაოებს''. თბილისელი ხულიგნების სამიზნეს ძირითადად ზანგები წარმოადგენენ, მაგრამ წინააღმდეგობა არსებობს ასევე თურქების და არაბების მიმართ."

ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ არ ცდილობს მედიის თავისუფლების შეზღუდვას / 2015-10-23 09:58:38

ახალი ამბები

 2015 წ. 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მას აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ  ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაწყებული დავა ცდება კერძო-სამართლებრივ ჩარჩოებს.  სექტემბერში ჟურნალისტ ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკანონო თვალთვალის შესახებ არ მოჰყოლია ეფექტური რეაგირება. გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს ლანჩხუთში 21 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ლანჩხუთის გამგეობის თანამშრომელმა  შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა „რუსთავი 2“-ის ადგილობრივ კორესპონდენტს.

 

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმაურება პარლამენტის მიერ პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას / 2015-09-25 17:03:15

ახალი ამბები

 2015 წლის 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც ხელისუფლება პროკურატურის სისტემის რეფორმას უწოდებს. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის არაერთხელ გამოეხმაურა აღნიშნულ პროცესს და საჯაროდ წარადგინა დასკვნები კანონპროექტზე. კოალიცია აღნიშნავდა, რომ მხოლოდ მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის და მისი განთავისუფლების ახალი წესის დადგენა არ არის საკმარისი პროკურატურის სისტემის რეფორმირებისათვის და შესაბამისად, მიმდინარე პროცესს ვერ ვუწოდებთ პროკურატურის სისტემის რეფორმას. ასევე, კოალიციამ უარყოფითად შეაფასა კანონპროექტის პირვანდელი ვერსია, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის დეპოლიტიზირებას. მოგვიანებით, იმავე შინაარსის დასკვნა შეიმუშავა ვენეციის კომისიამ, სადაც აღინიშნა, რომ მართალია პროკურატურის რეფორმირების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის სისტემის სრულ დეპოლიტიზირებას. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ნებისა და მზადყოფნის არარსებობა.  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით / 2015-09-29 11:48:02

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება გუშინ, 28 სექტემბერს გამართულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს საერთო სასამართლოებში 68 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა დანიშვნა/გადანიშვნის საკითხი.  მიღებული გადაწყვეტილებით, ისევე როგორც მისი წინმსწრები პროცესით, ნათელი გახდა, რომ იუსტიციის საბჭოს მუშაობა არის არაეფექტური; აღნიშნული არაეფექტურობით საბჭო აღრმავებს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელთა მოგვარებასაც საბჭო ფრაგმენტული, დაუსაბუთებელი, სუბიექტური და საეჭვო მოტივების მქონე გადაწყვეტილებებით ცდილობს და არა სისტემური, კარგად გააზრებული და დასაბუთებული მიდგომებით.

კოალიციის განცხადება სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიის წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით / 2015-10-02 16:32:30

ახალი ამბები

 გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ყადაღა დაადო რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი კომპანიის _ შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“  წილებს, რამაც შესაძლოა გარდაუვალი გახადოს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ყველაზე მაღალრეიტინგული არხის ფუნქციონირების შეჩერება შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტს წინ უსწრებდა ქიბარ ხალვაშის მიერ ,,რუსთავი 2“-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელის წარდგენა. სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინებით კი ხალვაშის სარჩელის უზრუნველსაყოფად უკვე გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე უზრუნველყოფის ღონისძიება:  ,,რუსთავი 2“ -ის მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებას დაედო ყადაღა და როგორც მეწილეებს, ასევე რუსთავი 2-ის დირექტორატს აეკრძალა კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული განჩინება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, ხოლო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომები - აუცილებელი და პროპორციული.

 

საიას სექტემბრის თვის წარმატებული საქმეები / 2015-10-06 10:17:49

ახალი ამბები

 საიას დახმარებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფლებები იქნა დაცული

საია თბილისის ოფისისა და ქუთაისის ფილიალის ადვოკატები იცავდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებებს, რომლის სასარგებლოდაც გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მოძალადეებს აეკრძალათ მსხვერპლებთან ყოველგვარი ურთიერთობა.

საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით  მოქალაქემ საკუთრების უფლების რეგისტრაცია შეძლო

საიას ზუგდიდის ოფისის  ადვოკატი იცავდა მ.ე.-ს ინტერესებს, რომელმაც მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, თუმცა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით, მოქალაქის აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და სასამრთლომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.