ინტერნეტ სივრცისა და სოციალური ქსელის სააგიტაციო მიზნებისთვის გამოყენებისა და უკანონო აგიტაციის განხორციელებისათვის ცალკე საკანონმდებლო რეგულაციები არ არსებობს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კი, საარჩევნო დარღვევების ბუნებაც ტრანსფორმირდა და რიგ შემთხვევებში ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, რისი ნათელი მაგალითია სოციალური ქსელის (მათ შორის Facebook) საშუალებით აგიტაცია და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ვიდეო ტრანსლირების განხორციელება და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართვა ამ გზით წინასაარჩევნო აგიტაციაში.