სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

არჩევნების შემდგომ საჩივრების განხილვისა და შედეგების შეჯამების პროცედურების მონიტორინგის შედეგები / 2016-11-25 14:52:33

ახალი ამბები

წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის გარდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგიც განახორციელა. ორგანიზაციის დამკვირვებლები საჩივრების განხილვას როგორც ზემდგომ საარჩევნო კომისიებში, ასევე სასამართლოებში აკვირდებოდნენ. 

როგორ დაეხმარა სასამართლო “მრეწველებს” “თავისუფალი დემოკრატებისათვის” საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის ყოლის უფლების წართმევაში / 2016-11-28 10:51:54

ბლოგი

26 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარის პარტიების დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე განკარგულების ბათილობას ვითხოვდით და ამით თქვა, რომ:

საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა-სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ! / 2016-11-29 11:59:20

ახალი ამბები

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები და განრიგი. 

ტენდერი სარეკლამო სტიკერების მომზადებასა და გაკვრის უზრუნველყოფაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში / 2016-11-29 20:51:42

ტენდერები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს შემდეგი თემატიკის სარეკლამო სტიკერებზე:

დისკუსია: ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში / 2016-12-07 14:36:46

ახალი ამბები

2016 წლის 7 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის - „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევა პროექტის - „საქართველოში კონკურენტული,  სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ინკლუზიური, კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა.

საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება და დისციპლინური პასუხისმგებლობა თვითმმართველ ქალაქებში / 2016-12-07 16:26:08

ახალი ამბები

კვლევის მიზანია საქართველოს 12 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, მცხეთა, ფოთი, რუსთავი, გორი, ამბროლაური, ახალციხე)  საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე 2015 წლის განმავლობაში არსებული პრაქტიკის ანალიზი. კვლევაში წარმოდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჯარო სამსახურის სტაბილურობის შეფასების მიზნით.

თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია / 2016-12-08 14:51:31

ახალი ამბები

2016 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და შეგროვებული ფაქტობრივი ინფორმაციის ანალიზით,  საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა და იმ საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ხარვეზების, ასევე, დადებითი ტენდენციების იდენტიფიცირება, რომლებიც არსებობს მართლმსაჯულების სფეროში.

საიას კვლევა - „მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით“ / 2016-12-09 13:14:25

ახალი ამბები

2016 წლის 9 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას კვლევის „მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით“ შედეგები გააცნო.

საიას ახალი პროექტი - „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ / 2016-12-09 20:51:24

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის - „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ - პრეზენტაცია გამართა. 

საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ! / 2016-12-10 21:13:06

ახალი ამბები

გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას, გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 9 ქულა.